თუ სიჩქარის გადაჭარბება არ აღემატება 30 კმ/სთ-ს, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა აცხადებს, რომ 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა განისაზღვრება 50 ლარით, 30 კილომეტრ საათის ზემოთ სიჩქარის გადაჭარბება კი 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს:
"სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით. კერძოდ, თუ სიჩქარის გადაჭარბება აღემატება 15 კილომეტრ საათს, მაგრამ არ აღემატება 30 კილომეტრ საათ სიჩქარეს, ასეთ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, სამინისტრო საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. ჯარიმა თვითმიზანი არ არის, მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა,"- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა.
მსგავსი სიახლეები
თუ სიჩქარის გადაჭარბება არ აღემატება 30 კმ/სთ-ს, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა
2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები გამოვლინდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ივნისიდან
საქართველოში 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან - ძლიერი
პრემიერ-მინისტრმა "სტუდფესტი 2026-ის" დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ