პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იტალიელ კოლეგას, ჯორჯია მელონის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ სოლიდარობას უცხადებს.
როგორც სანჩესმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მელონიზე თავდასხმები არც პოლიტიკურია და არც პირადული.
„რაც შეეხება მელონის, მინდა ვთქვა, რომ აქ ორი საკითხია. პირველი - მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. მეორე კი ისაა, რომ ეს მხოლოდ საჯაროდ არ მითქვამს, ამის შესახებ პირადადაც ვესაუბრე თავად ევროპული საბჭოს ფარგლებში. მე მას სოლიდარობა გამოვუცხადე ამ თავდასხმის ფონზე, რომელიც არც პოლიტიკური ხასიათისაა და არც პირადული. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ აღვწერო ეს", - განაცხადა სანჩესმა.
შშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!", - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და აღნიშნა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს".
მსგავსი სიახლეები
უკრაინა ომის დასრულებამდე ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - ფრიდრიხ მერცი
პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა
ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში - ანტონიუ კოშტა
დონალდ ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
,,ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს თუმცა დიალოგის მომხრე ვარ''- რობერტ ფიცო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა