დონალდ ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან.

გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში ტრამპმა, კერძოდ, ირანის ბირთვული შეთანხმების გაუქმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დადებული გარიგება ირანს ბირთვული იარაღის შექმნის გზას უხსნიდა.

„ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა. მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო. მათ ის (ბირთვული იარაღი) ხუთი წლის წინ ექნებოდათ და ჩემი აზრით, პირველივე კვირაში გამოიყენებდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა სამხედრო ოპერაციებზე და ხაზი გაუსვა B-2 ტიპის ბომბდამშენების გადამწყვეტ როლს ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებაში. პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან ირანი ბირთვული იარაღის შექმნამდე სულ რაღაც ერთი თვის დაშორებით იმყოფებოდა.

"მათ (ირანს) არ ეგონათ, რომ მე დავბრუნდებოდი. ბევრს არ სჯეროდა ამის, თუმცა მე დავბრუნდი, უკეთესად, ვიდრე მანამდე. B-2 ბომბდამშენებმა და მათმა დიდებულმა პილოტებმა თავიანთი საქმე შეასრულეს. რომ არა ეს დარტყმა, მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ, რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ", - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკამ ისრაელი სრულ განადგურებას გადაარჩინა და დღეს ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოდ არის სწორედ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მან პრეზიდენტობის დროს მიიღო.

 

 





მსგავსი სიახლეები
უკრაინა ომის დასრულებამდე ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - ფრიდრიხ მერცი
პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა
ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში - ანტონიუ კოშტა
დონალდ ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
,,ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს თუმცა დიალოგის მომხრე ვარ''- რობერტ ფიცო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა