ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში - ანტონიუ კოშტა

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას არ აპირებს.

როგორც კოშტამ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირი ომის დასრულების შემდეგაც უკრაინის მხარეს იქნება.

„ევროკავშირი არ არის და არც აპირებს, იყოს შუამავალი. ევროკავშირი უკრაინის მხარესაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიყავით ომის განმავლობაში და ომის დასრულების შემდეგაც მის გვერდით ვიქნებით", - აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ნათელია, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება სურს.

მისივე თქმით, „მსურველთა კოალიციას" და მის ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი როლი ექნებათ. რაც შეეხება ევროკავშირის ინტერესებს, კოშტას თქმით, მათი დაცვა ბლოკის ინსტიტუტებმა ხელშეკრულებების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ.

ამასთან, კოშტას განმარტებით, უკრაინის დიპლომატიური გზით მხარდაჭერა საჭიროა.

„სწორედ იმიტომ, რომ უკრაინის მხარდაჭერა დიპლომატიური გზითაც გვჭირდება, აუცილებელია, რუსეთთან პირდაპირი დიპლომატიური არხი გვქონდეს. სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დაწყების დრო ჯერ არ დამდგარა", - აღნიშნა კოშტამ.

მისივე თქმით, ევროკავშირს მოლაპარაკებებში უკრაინის ჩანაცვლება არ სურს.

„ჩვენ არ გვინდა უკრაინის ჩანაცვლება, რადგან მხოლოდ უკრაინას, მხოლოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ლეგიტიმური უფლება, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს", - განაცხადა კოშტამ.

თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინა პროცესს თავად ხელმძღვანელობს.

„უკრაინა პროცესს თავად ხელმძღვანელობს. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, უკრაინის გვერდით ვდგავართ. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს, მათ შორის ჩვენი სანქციების ზეწოლის შედეგად. ეს მომენტი როდესაც დადგება, პრეზიდენტ პუტინის მიმართ ევროპას ერთიანი გზავნილი უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
უკრაინა ომის დასრულებამდე ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - ფრიდრიხ მერცი
პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა
ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში - ანტონიუ კოშტა
დონალდ ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
,,ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს თუმცა დიალოგის მომხრე ვარ''- რობერტ ფიცო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა