ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი გააგრძელებს ბელარუსზე ზეწოლას, რათა ის ომში ჩაერთოს, თუმცა ლუკაშენკოს ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ სურს ბელარუსის ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში.

 

ზელენსკის შეფასებით, რუსეთი გააგრძელებს ბელარუსზე ზეწოლას, რათა ის ომში ჩაერთოს, თუმცა ლუკაშენკოს „ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს".

 

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის გასწვრივ განთავსებულია ტექნიკა, რომელიც „უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის კორექტირებას ახდენს".

 

„იქ შესაბამის ანძებზე დამონტაჟებულია რეტრანსლატორები. შეუძლია თუ არა ლუკაშენკოს მათი მოხსნა? მაშინ რატომ ამბობს, რომ არ სურს ომში ყოფნა? მოხსნას ეს ტექნიკა, გამორთოს ეს ტექნიკა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ლუკაშენკოს ერთი კვირაც ეყოფა ამ რეტრანსლატორების მოსაშორებლად.

 

„ამას თუ არ გააკეთებს, ამას ჩვენ გავაკეთებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკომ ტელეარხ „ალ არაბიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა დაუშვებელია. მისი თქმით, როგორც ის, ისე ვლადიმერ პუტინიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯს უფრო მეტი ზიანი მოჰყვება, ვიდრე სარგებელი.

 





მსგავსი სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის ორდენი“ ფოსტით გაუგზავნა
ირანის სამხედრო სარდლობაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეს დახურავენ, მიზეზად კი ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ თავდასხმებს ასახელებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი გააგრძელებს ბელარუსზე ზეწოლას, რათა ის ომში ჩაერთოს, თუმცა ლუკაშენკოს ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს
ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი
უკრაინა ომის დასრულებამდე ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - ფრიდრიხ მერცი
პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა
ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში - ანტონიუ კოშტა
დონალდ ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
,,ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს თუმცა დიალოგის მომხრე ვარ''- რობერტ ფიცო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება