Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით

 

გამოცემა Euractiv-ი გერმანიის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით.

გამოცემის ცნობით, გერმანია, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი და ყველაზე ინდუსტრიალიზებული ქვეყანა, განსაკუთრებით მოწყვლადია იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც დღეს ბლოკს აწუხებს - ენერგორესურსების მაღალი ფასები, აშშ-ის მასშტაბური ტარიფები და ჩინელი მწარმოებლების მზარდი კონკურენცია.

„საქმე ისიცაა, რომ როგორც ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში შემცირდა, ასევე შემცირდა გერმანიის წილიც თავად ევროკავშირის მთლიან ეკონომიკაში. ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც Euractiv-ი იუწყება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ევროკავშირის ამჟამინდელი 27 წევრი ქვეყნის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 1980 წლიდან დღემდე თითქმის განახევრდა - 27.43%-დან 2025 წელს 13.99%-მდე. განსაკუთრებით მკვეთრია გერმანიის ვარდნა: იმავე პერიოდში მისი წილი 6.98%-დან 2.94%-მდე შემცირდა. შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკაში გერმანიის წილი მეოთხედზე მეტიდან დაახლოებით მეხუთედამდე დაეცა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ ორივე ტენდენცია - ევროკავშირის შედარებითი ეკონომიკური დასუსტება გლობალურ დონეზე და გერმანიის პოზიციების შესუსტება ევროკავშირის შიგნით - მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

გარკვეულწილად, ეს გარდაუვალიც არის და შესაძლოა სამართლიანიც. ევროკავშირის 450-მილიონიანი მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5.5%-ს შეადგენს. გერმანიის 84 მილიონი მოქალაქე კი ამ რაოდენობის მეხუთედზე ნაკლებია. ეკონომიკური თვალსაზრისით, გერმანია და ევროკავშირი კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატებიან საკუთარ დემოგრაფიულ წონას, წერს Euractiv-ი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკონომიკური გავლენის შესუსტება, როგორც ჩანს, გერმანიის პოლიტიკურ გავლენაზეც აისახება.

2024 წელს ბერლინმა ვერ შეძლო ევროკავშირისთვის ხელი შეეშალა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესებაში. გასულ წელს მისი ინიციატივა, გაყინული რუსული აქტივებიდან 210 მილიარდი ევროს გამოყენებასთან დაკავშირებით, პატარა ბელგიამ დაბლოკა. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების გერმანული წინადადება კიევმა მკვეთრად უარყო. ამ თვის დასაწყისში კი ბრიუსელმა პრაქტიკულად უგულებელყო გერმანიის კატეგორიული წინააღმდეგობა ევროკავშირის ფისკალური წესების შერბილების მიმართ.

 

 





მსგავსი სიახლეები
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News