ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა

 

ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, რეზოლუციებში წერია, თუ რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გაბრძოლება, ავტორიტეტის შელახვა წარმოადგენს სამოქმედო გეგმას რადიკალებისთვის.

„საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ ძალიან ბევრი დეტალით, სინამდვილეში ევროპარლამენტის რეზოლუცია არის იმის ასახვა, იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვამბობდით, ვუხსნიდით საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში - თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ რეზოლუციას დეტალურად, ეს არის რადიკალების სამოქმედო გეგმა. პირდაპირ მოქმედების ინსტრუქციაა, თუ რას უნდა ებრძოლონ. რას უნდა ებრძოლონ? - ამ დოკუმენტში წერია ყველაფერი, რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის. ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა, ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანამ მიაღწია. სწორედ ეს საკითხებია, რასთან გაბრძოლებაც და თუ პირებზეა საუბარი, რომელთა ავტორიტეტის შებღალვაზეა საუბარი.

ჩვენ თუ აქამდე საუბრობდით, თუ რა შეიძლება იყოს მათი სამოქმედო გეგმა, რაზე ფიქრობენ, რა არის მათი მიზნები და გეგმები, აგერ, ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ. რატომ? იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დაყონ, დაქსაქსონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება. დაყოფილი საზოგადოების მართვა მარტივია. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ომის დღის წესრიგით ნაკარნახევი და ატეხილი ხმაური", - განაცხადა მახაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო
,,ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია''- ვატო შაქარიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს
,,ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო''- ლევან მაჭავარიანი
ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა
მაკა ბოჭორიშვილი - ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერი-მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა
ირაკლი კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
ირაკლი კობახიძე - არამხოლოდ "ნაცმოძრაობაში", მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება
ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით
საქართველო-ტაჯიკეთის კომუნიკე - მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე შეთანხმებას
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების
თინა ბოკუჩავა - გულდასაწყვეტია, როცა სააკაშვილი ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და შემდეგ სხვა კანდიდატს ასახელებს