„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს

 

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილის „ფეისბუქზე" გავრცელებულ მის მიმართვაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ". დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე".

„საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზაგასაყარზეა. ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, თამარის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობაზე, დაყოფაზე... ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას - ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი.

1. საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ)

2. საქართველოში, ხალხის მთავარი გამაერთიანებელი, ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა, ღმერთი. უფლის სიყვარული ქრისტესმიერი სათნოებაა, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულს.

3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას,რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით, ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ . უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზომიერების გარეშე შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე.

4. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას.

5. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა. ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი.

როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალის და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახს. ამის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი.

და +1 პუნქტი - საქართველო ივანიშვილის გარეშე!!! ამ პუნქტის შესრულების გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია არ უნდა დავუშვათ!

კომენტარებში დაწერეთ თქვენი პოზიციები და ასევე, ფოსტით გამომიგზავნეთ წერილი ქ. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება",- წერს ლევან ხაბეიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო
,,ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია''- ვატო შაქარიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს
,,ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო''- ლევან მაჭავარიანი
ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა
მაკა ბოჭორიშვილი - ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერი-მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა
ირაკლი კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
ირაკლი კობახიძე - არამხოლოდ "ნაცმოძრაობაში", მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება
ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით
საქართველო-ტაჯიკეთის კომუნიკე - მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე შეთანხმებას
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების
თინა ბოკუჩავა - გულდასაწყვეტია, როცა სააკაშვილი ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და შემდეგ სხვა კანდიდატს ასახელებს