,,ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია''- ვატო შაქარიშვილი
ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია. ეს სახიფათო რეალობაა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ვატო შაქარიშვილმა ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დაფუძნების დღიდან ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ აბსოლუტური ილუზია იყო ევროკავშირში რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი.
„ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მთლიანად ექვემდებარება დიფ სტეიტს, დაიღალა კონსენსუსის ძიებით სხვადასხვა საკითხზე დავალებების აღსრულების პროცესში. ყველაზე რთული გაკვეთილი მიიღეს მაშინ, როდესაც უნგრეთმა შეაჩერა [უკრაინისთვის] 90 მლრდ-იანი სესხის გამოყოფა და ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ ფონ დერ ლაიენი და ბიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები, რომ გადასახედი იყო ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესი, ასეთივე მორჩილებას ითხოვდნენ ჩვენგან. ახლა წინასწარ იზღვევენ თავს, თუკი ევროკავშირი ოდესმე გაფართოვდება, რომ ახალ წევრებს არ ჰქონდეთ ხმის უფლებაც კი. საქართველოს კონტექსტში რომ წარმოვიდგინოთ, თუ ჩვენ ოდესმე გავხდებით ევროკავშირის წევრი ჩვენივე გადაწყვეტილებაზე ხმის უფლებაც კი არ გვექნება, ისე მიიღებს რომელიმე ფონ დერ ლაიენი და რომელიმე კაია კალასი გადაწყვეტილებას. ამ პროცესს ევროინტეგრაციის პროცესს ვერ დავარქმევთ, ჩვენ ამ პროცესს უნდა დავარქვათ უკან საბჭოთა კავშირში", - განაცხადა შაქარიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი
ვატო შაქარიშვილი ნიკა ობოლაძეს: თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის - ამას არ გავაკეთებთ
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო
,,ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია''- ვატო შაქარიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს
,,ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო''- ლევან მაჭავარიანი
ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა
მაკა ბოჭორიშვილი - ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერი-მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა
ირაკლი კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
ირაკლი კობახიძე - არამხოლოდ "ნაცმოძრაობაში", მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება
ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით
საქართველო-ტაჯიკეთის კომუნიკე - მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე შეთანხმებას
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში