დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
შეხვედრაზე მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს, თუმცა საბოლოო პასუხის დაბრუნებამდე გარკვეულ პერიოდს იღებენ , - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, თაკო გოგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მშობლები მზაობას გამოთქვამენ, რომ თუ საჭირო იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლონ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა პროცესები უფრო დაჩქარდეს.
"ჯანდაცვის მინისტრთან ორი შეხვედრა გვქონდა. დასაწყისში განვიხილეთ წერილების შინაარსი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან ფარმაცევტულ კომპანიებთან გაიგზავნა. შემდეგ იყო მორიგი შეხვედრა, სადაც მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს, თუმცა საბოლოო პასუხის დაბრუნებამდე გარკვეულ პერიოდს იღებენ. ეს მუშაობის პროცესია და ველოდებით, რომ მომავალ კვირას უფრო ზუსტ პასუხს მივიღებთ კომპანიების მხრიდან იმის შესახებ თუ როდის და როგორ დაიწყება. ეს პროცესები დასაჩქარებელია - მუდამ მუშაობის პროცესში და ფხიზლად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთანაც, რომ პროცესები არ გაიწელოს და დაჩქარდეს. ველოდებით, როგორც ითქვა - ორი თვე, იმედი გვაქვს, ამას არ გადასცილდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რომ თუ საჭირო იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ვითანამშრომლებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პროცესები უფრო დაჩქარდეს", - განაცხადა თაკო გოგალაძემ.
მსგავსი სიახლეები
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სულხან თამაზაშვილი - შსს აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
გივი მიქანაძე - გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
„გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა
თუ სიჩქარის გადაჭარბება არ აღემატება 30 კმ/სთ-ს, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა
2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები გამოვლინდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ივნისიდან
საქართველოში 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან - ძლიერი
პრემიერ-მინისტრმა "სტუდფესტი 2026-ის" დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა