ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ.
ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
თემურ უგულავას დაფუძნებულია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს, ჯგუფის მიერ შექმნილია ქართული ბრენდები "რუმსი" და "სტამბა". ჯგუფი ასევე მართავს თბილისის "ჰოლიდეი ინს".
"აჭარა ჯგუფის" პროექტებს შორისაა "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია "უდაბნო", რომელიც ნუშის ბაღებს მართავს.
"აჭარა ჯგუფი" წლების განმავლობაში მართავდა საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის უმსხვილეს კომპანია კაზინო და ტოტალიზატორ "აჭარას" და "აჭარაბეთს", რომელიც 2019 წელს საქართველოს ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებით Flutter Entertainment-მა შეიძინა.
ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა სპორტული ტელევიზია და პლატფორმა "სეტანტა", რომელიც არაერთ ქვეყანაში მაუწყებლობს. ასევე, ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა "ველი სთორი" და სკუტერების გაქირავების აპლიკაცია "სქროლი".
ჯორჯიან თაიმსი თანაუგრძნობს თემურ უგულავას ოჯახს და მეგობრებს.
მსგავსი სიახლეები
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სულხან თამაზაშვილი - შსს აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
გივი მიქანაძე - გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
„გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა
თუ სიჩქარის გადაჭარბება არ აღემატება 30 კმ/სთ-ს, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა