ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

 

ალექსანდარ ვუჩიჩი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის მეთაურს ბელგრადში იწვევს.

 

„გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა, მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად, გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები.

 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნესწრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას. ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, ვსარგებლობ შემთხვევით, კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას", - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.

 





მსგავსი სიახლეები
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის
გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა-მოლდოვა დაწინაურდა ვიდრე საქართველოო - საუბრობდნენ. რა თქმა უნდა დაწინაურდნენ და სამწუხაროდ ლგბტ პროპაგანდაში
რატომ არ გმობთ?… გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? - ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე
,,გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა გაგეპროტესტებინოს"- მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს
,,საქართველოში ახალგაზრდებს აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ იძულებით განაწყობენ''- ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი
ვატო შაქარიშვილი ნიკა ობოლაძეს: თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის - ამას არ გავაკეთებთ
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო
,,ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია''- ვატო შაქარიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს
,,ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო''- ლევან მაჭავარიანი
ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა
მაკა ბოჭორიშვილი - ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერი-მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა
ირაკლი კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
ირაკლი კობახიძე - არამხოლოდ "ნაცმოძრაობაში", მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება