ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში

მიხარია, რომ ეს ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მე-4 წელია, რაც იმართება „ჯარის ბანაკი", რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკი 2026"-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი",როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში 1700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი",როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ, თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა „ჯარის ბანაკს" „საპატრიარქო საათის" კომპონენტი, სადაც თქვენ გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება.


უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ახორციელებს ამ პროექტს. მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეები, რომლებსაც გაატარებთ „ჯარის ბანაკში". მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება