ალექსანდრე დარახველიძე - შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა.
მისივე თქმით, გადაიხედა კანონმდებლობა უცხოელ მოქალაქეებზე სასწავლო ბინადრობების ნებართვის გაცემის შესახებ.
„პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარვუდგინეთ, ეს უკვე მეორე ეტაპია. გახსოვთ, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებმა თავისი დადებითი ეფექტი უკვე გამოავლინა და საზოგადოება ყოველდღე ხედავს საქართველოდან გაძევებულ არალეგალ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა. მეორე პაკეტი გაგრძელებაა იმ ცვლილებების, რომლებიც შარშან დავიწყეთ. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იმ ნაწილით გადაიხედა, რომელიც ბინადრობების ნებართვის გაცემას ეხება. დღეისათვის უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული. შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ და ბინადრობას ნამდვილად იყენებენ იმ მიზნებით, რა მიზნითაც იყო გაცემული, არანაირი შეფერხება არ ექნებათ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სასწავლო ბინადრობას ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად იყენებდნენ, მკაცრი რეგულაცია იქნება და ქვეყანას ცალსახა მიდგომა ექნება. მეორე საკითხია ფიქციური ქორწინება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ბინადრობა უვადოდ მიიღოს. დღეს ქვეყანაში 30 ათასამდე უცხოელია, ვისაც მუდმივი ბინადრობა აქვს მიღებული. ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტი იყო", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ასევე კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რომელიც ფიქციური ქორწინებისა და ამ გზით ბინადრობის მოპოვების თავიდან აცილებას ითვალისწინებს. დარახველიძის განმარტებით, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს.
„არაერთ ქვეყანაშია თაღლითური სქემები, რომელიც ფიქციურ ქორწინებას და ამ გზით ბინადრობის მოპოვებას ითვალისწინებს. კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს. კომისია თუ ჩათვლის, რომ სახეზეა ეჭვები ქორწინების ნამდვილობაზე, დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება. როგორც იცით, „სისხლის სამართლის კოდექსს" ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას, თუ ეს მიზნად ისახავდა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მსგავსი სიახლეები
გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ
53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს - ბრალდებულებს შორის სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ალექსანდრე დარახველიძე - შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
სულხან თამაზაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
რუსეთის მიერ ქალაქ პავლოჰრადზე იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
„ჯივიპი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცხეთა-მთიანეთში უხვი ნალექისა და წყლის ნაკადის მატების გამო, სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო