დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
მიმდინარე წლის 19 ივნისს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და მათი ღვაწლის დაფასება, დედაქალაქის 4 ქუჩას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ მეომართა სახელები მიენიჭა. კერძოდ:
1. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, კონსტანტინე ლეთოდიანის სახელი;
2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის და ზურაბ კვანტრიშვილის ქუჩებთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს, აფხაზეთის ომში დაღუპულის, დავით კახიშვილის სახელი;
3. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ჟვანიას სახელი;
4. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩას, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ოთარ მიღრიჯანაშვილის სახელი მიენიჭა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მრავალწლიანი, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის თავგანწირულ მეომართა სახელების უკვდავყოფისთვის, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქ. თბილისის საკრებულოს.
მსგავსი სიახლეები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება