მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
გილოცავთ 2026 წლის „ჯარის ბანაკის" დაწყებას. ეს მართლაც უნიკალური პროექტია, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ხორციელდება, მასში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ახალგაზრდამ და ეს მართლაც შთამბეჭდავია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს პროექტი შექმნა. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯარის ინსტრუქტორებს, პედაგოგებს, სასულიერო პირებს, რომლებიც თქვენთან ერთად იმყოფებიან ბანაკში, გაძლევენ ცოდნას. ეს არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა, როცა თქვენ ეზიარებით ამ მართლაც მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. ბედნიერი ვარ, რომ შარშან დავესწარი ასევე ბანაკის გახსნას. შევხვდი ახალგაზრდებს. მათი შთაბეჭდილებები, ემოციები მართლაც დაუვიწყარია, მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ეს დაუვიწყარი დღეები", - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული.
„ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სამშობლო. ის, რომ დღეს ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვსაუბრობთ ქართულად, ვართ მორწმუნე ქრისტიანები, გვაქვს უნიკალური კულტურა და ტრადიციები, ეს არის ჩვენი წინაპრების, ღვაწლმოსილი ადამიანების და, განსაკუთრებით, გმირი სამხედროების დამსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული. ეს რეალობა ჩვენი წინაპრების უდიდესი მსხვერპლის, უდიდესი ძალისხმევის ფასად მივიღეთ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს იმავე პასუხისმგებლობით. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობები, გახდეთ თქვენს პროფესიებში წარმატებული. თქვენ ისეთ ასაკში ხართ, ალბათ თითოეულ თქვენგანს განსაზღვრული გაქვთ, რა პროფესია უნდა აირჩიოთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს - მამული, ენა სარწმუნოება, ღმერთი, ადამიანი, სამშობლო, ოჯახის სიწმინდე, უნიკალური ჩვენი კულტურა და ტრადიციები - ამ ღირებულებებით უნდა გახდეთ თქვენ წარმატებული ქართველი პატრიოტები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. მერწმუნეთ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და განვითარებული საქართველო არ ყოფილა, მაგრამ ეს არის საწყისი ეტაპი. ჩვენ წარმოვადგენთ დღეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანი ვართ განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ გვაქვს პირადი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ წარმატებულები და უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო.
საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანები და შეგვიძლია, მათგან ვისწავლოთ ბევრი რამ. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც არის წარმატებული ფეხბურთელი და პიროვნება, სწორედ იმ ღირებულებებით გამსჭვალული, რომლებსაც იცავდნენ ჩვენი წინაპრები. ამ ღირებულებებით გამსჭვალული უნდა ვიყოთ წარმატებული ჩვენს პროფესიაში. ეს არის ჩვენი მიზანი - ვიყოთ უფრო ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სულხან თამაზაშვილი - შსს აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
გივი მიქანაძე - გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
„გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს