ირაკლი ნადარეიშვილი: "მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას"

Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადები, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის - როგორც გაციფრულების მიმართულებით, ასევე ქვეყნის გლობალური ხილვადობის გაზრდის მხრივ. დღეიდან მილიონობით ადამიანს საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში მიდიოდა აქტიური მუშაობა. მისივე თქმით, Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას.

 

„მცირე და საშუალო მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი, შეთავაზება, თავიანთი სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ Google-თან, თანამშრომლობა ამით არ მთავრდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მათ შორის Google Street View-ს განვითარების მიმართულებით - უფრო მეტი არეალი იქნება დაფარული, ასევე საფეხმავლო ზონები ჩვენს ტურისტულ ქალაქებში. ამასთან, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით, რომლებიც თავის მხრივ ასევე წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებს", - განაცხდა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

Google Street View-ს საქართველოში ოფიციალური ოპერირება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

 

გლობალური პროექტის ფარგლებში, Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია. პროექტი 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით საქართველოს ბუნებას, ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს.

 

 





მსგავსი სიახლეები
IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ZEG Storytelling Festival
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივნისს
ირაკლი ნადარეიშვილი: "მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას"
Google Street View უკვე საქართველოშია
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს
ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ვახტანგ ცინცაძე: „მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე"
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ივნისს
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა