საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ძლიერი სიცხეების გამო, ქვეყნის მასშტაბით, 2 700 სკოლა დროებით დაიხურა ან დაწესებულებებში სასწავლო გრაფიკი შეიცვალა.

 

მეტეოროლოგიური სააგენტოს, Meteo France-ს ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოში ჰაერის ტემპერატურამ 42 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ამასთან, ცნობილია, რომ ქვეყნის მასშტაბით 49 რეგიონულ ადმინისტრაციულ ოლქში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა.

 

ესპანეთში სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, Aemet-მა ბასკეთში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.

 

„როიტერი" წერს, რომ ტემპერატურის მატებას კონტინენტზე საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს. მეტეოროლოგების თქმით, აღნიშნული ქმნის ე.წ. სითბურ გუმბათს, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თავზე ცხელ ჰაერს აკავებს და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.

 





მსგავსი სიახლეები
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იური უშაკოვი - რუსეთი გამარჯვებას ელის და არა ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას
BBC-მ შეცდომა აღიარა და მასალა შეასწორა
კიევში დაძაბული სიტუაციაა - ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა მაიდანი დაიკავეს
"იმედი მაქვს, ირანის ბირთვული მასალების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება" - ჯეი დი ვენსი
ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ დაწესდება - ტრამპი
,,კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს''- მედია