მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი

მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ", - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ რომში გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამისადმი (WFP) მიმართვისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ლიდერების გლობალური პრიორიტეტები ძალიან დამახინჯებულია.

 

კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა მთავრობებს მოუწოდა, გაზარდონ ხარჯები შიმშილობასთან საბრძოლველად და არ შეზღუდონ სასურსათო პროგრამები.

 

მისივე თქმით, ქვეყნები „სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ, ამავდროულად კი, მათ საერთაშორისო საჭიროებები ავიწყდებათ.

 

„ნამდვილი თანამშრომლობის შენარჩუნების უნარის მქონე საერთო ეთიკური ჰორიზონტის არარსებობის გამო, საერთაშორისო სისტემა მრავალმხრივობიდან გადავიდა არეულ და კონფლიქტებით სავსე მრავალპოლარიზმზე, სადაც უნდობლობის გრძნობა ჭარბობს. შესაბამისად, სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ადამიანის ძირითადი საჭიროებების კომერციალიზაციას. საკვები, წყალი და ჯანდაცვა არ შეიძლება, დაექვემდებაროს საბაზრო მოსაზრებებს ან გეოპოლიტიკურ ინტერესებს. საკვებზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება არა მხოლოდ ტანჯვას ამსუბუქებს, არამედ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებსაც აგვარებს. მართლაც, სურსათის უვნებლობა გლობალური და ინტეგრალური უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტია", - განაცხადა მან.

 





მსგავსი სიახლეები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება