უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე. ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბში განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილზე შეინიშნებოდა კვამლი, ხოლო მიყენებული ზიანის მასშტაბი ამჟამად ფასდება.

 

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო იტარ ტასმაც.

 

სააგენტოს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „კოსმოსური კავშირის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სატელევიზიო მაუწყებლობისა და კავშირის ფუნქციონირება არ დარღვეულა, პერსონალი არ დაშავებულა".

 

მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ 84 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა და ისინი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, ნგრევა და დაშავებულები არ დაფიქსირებულა.

 

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტმა ორი საათით შეზღუდა რეისების მიღება და გაფრენა. ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტები კი „როსავიაციასთან" შეთანხმებით მუშაობდნენ.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის 13 რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში, საერთო ჯამში 301 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს".

 

უკრაინული ტელეგრამ არხების თანახმად, ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა ასევე ვორონეჟის ნახევარგამტარული მოწყობილობების ქარხანა.

 





მსგავსი სიახლეები
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იური უშაკოვი - რუსეთი გამარჯვებას ელის და არა ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას
BBC-მ შეცდომა აღიარა და მასალა შეასწორა
კიევში დაძაბული სიტუაციაა - ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა მაიდანი დაიკავეს
"იმედი მაქვს, ირანის ბირთვული მასალების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება" - ჯეი დი ვენსი
ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ დაწესდება - ტრამპი
,,კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს''- მედია