მიხეილ სააკაშვილი - "ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, "ახალი" თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად
„ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი" თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის" ელექტორატის ჩამოსართმევად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, „მიზანი შესრულდა მას შემდეგ, რაც გილაურებმა პატრონის დავალება შეასრულეს, თან დაფინანსება შეაჩერეს, „ახალი" კი ახლა გაჭედილია".
„შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე - ეს არის თუხთუხი სიღარიბეზე, კორუფციაზე. ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვგრძნობთ. დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრებას ჩემს დაკნინებას ხარჯზე ცდილობს?
„ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია. „ახალი", რამდენადაც უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის" ელექტორატის ჩამოსართმევად. მიზანი შესრულდა მას შემდეგ, რაც გილაურებმა პატრონის დავალება შეასრულეს, თან დაფინანსება შეაჩერეს და ვუყურებ, რომ „ახალი" ახლა გაჭედილია. ამის გარდა, არსებობს რამდენიმე მცირე ბიზნესპროექტიც, რომელთა ინვესტორები მათ დიქტატურასთან სავაჭროდ იყენებენ და გამარჯვებაზე არ არიან ორიენტირებულები. „ნაციონალები" ქართული წარმატებული სახელმწიფოს იდეის მატარებლები არიან, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომუნიკაციის პრობლემაა. ასე ჩვენ ფონს ვერ გავალთ - ეს მარცხის პირდაპირი რეცეპტია.
ამბობენ, გადაწყვეტილებები დახურულ წრეში მიიღება, მიშა იზოლაციაშიაო. მათ შორის, ეს ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე. ლიდერი იმის ლიდერია, რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს. მე არავინ მომიხსნია, არავინ დამინიშნავს - უბრალოდ აზრი გამოვთქვი, რომელიც შეიძლება გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ. ივანიშვილი დგას ფულსა და ძალადობაზე. აბა, მითხარით, მე რომელიმესგან თანხა ამიღია ან ვინმეზე მიძალადია? თუ ლიდერი არ ხარ, შენს აზრს არავინ გაითვალისწინებს. პარტიულ თანამდებობებზე კამათი სრული მარაზმია. ხუთი ბერკეტია რეჟიმის დასამარცხებლად: ქუჩის ფრონტი, ანტიპროპაგანდისტული ფრონტი, ანტიკორუფციული ფრონტი, საგარეო ფრონტი, ტექნოლოგიური ფრონტი. ახალი ტექნოლოგიებით უნდა ავაყირაოთ ისინი. ნიკა გვარამიას აზრს 4 ოქტომბერზე ვერ გავიზიარებ, 4 ოქტომბერი არ იყო გონების დაბინდვა, 200 000 ადამიანის გაბრძოლება იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - "ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, "ახალი" თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის
გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა-მოლდოვა დაწინაურდა ვიდრე საქართველოო - საუბრობდნენ. რა თქმა უნდა დაწინაურდნენ და სამწუხაროდ ლგბტ პროპაგანდაში
რატომ არ გმობთ?… გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? - ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე
,,გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა გაგეპროტესტებინოს"- მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს
,,საქართველოში ახალგაზრდებს აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ იძულებით განაწყობენ''- ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი
ვატო შაქარიშვილი ნიკა ობოლაძეს: თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის - ამას არ გავაკეთებთ
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო
,,ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია''- ვატო შაქარიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს
,,ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო''- ლევან მაჭავარიანი
ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა
მაკა ბოჭორიშვილი - ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო