ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ტრანსპორტის ყოფილი მინისტრს კორუფციულ საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - "ევრონიუსის" ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მოკავშირეს და სოციალისტური პარტიის გავლენიან ფიგურას, COVID-19-ის პერიოდში პირბადეების შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავედ ცნეს აბალოსის ყოფილი თანაშემწე კოლოდო გარსია და ბიზნესმენი ვიქტორ დე ალდამა.
შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ სამივე პირი ქმნიდა დანაშაულებრივ ორგანიზაციას მკაფიოდ განაწილებული როლებით, რომლის მიზანიც კორუფციული სქემით ფინანსური სარგებლის მიღება იყო.
აბალოსი და გარსია დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, ქრთამის აღებაში, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და გავლენით ვაჭრობაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სქემა უკავშირდებოდა COVID-19-ის პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში სახელმწიფო კომპანიებისთვის 13 მილიონი პირბადის შესყიდვას.
სასამართლომ დაადგინა, რომ აბალოსი ბიზნესინტერესების ხელშეწყობის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებდა.
საქმე ეხება ტრანსპორტის მინისტრისთვის თვეში 10 000 ევროს ჩარიცხვას, მის ახლო წრესთან დაკავშირებული პირის საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას და ორი ქალის დასაქმებას ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანიებში.
"ევრონიუსის" მიხედვით, სასამართლოს განაჩენი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დარტყმაა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში პირადად მისი მონაწილეობა არ ფიქსირდება. აბალოსი სანჩესის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო მისი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში და იკავებდა როგორც ტრანსპორტის მინისტრის, პარტიის მდივნის პოსტს.
მსგავსი სიახლეები
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იური უშაკოვი - რუსეთი გამარჯვებას ელის და არა ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას
BBC-მ შეცდომა აღიარა და მასალა შეასწორა
კიევში დაძაბული სიტუაციაა - ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა მაიდანი დაიკავეს
"იმედი მაქვს, ირანის ბირთვული მასალების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება" - ჯეი დი ვენსი
ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ დაწესდება - ტრამპი
,,კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს''- მედია