Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
გლობალური პროექტის ფარგლებში, Google Street View-ს გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია. პროექტი 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით საქართველოს ბუნებას, ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს.
უწყების ცნობით, პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, Google Street View-ს ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, ტურიზმის მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის - როგორც გაციფრულების მიმართულებით, ასევე ქვეყნის გლობალური ხილვადობის გაზრდის მხრივ. დღეიდან მილიონობით ადამიანს საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში მიდიოდა აქტიური მუშაობა. მისივე თქმით, Google Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას.
„მცირე და საშუალო მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი, შეთავაზება, თავიანთი სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ Google-თან თანამშრომლობა ამით არ მთავრდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მათ შორის Google Street View-ს განვითარების მიმართულებით - უფრო მეტი არეალი იქნება დაფარული, ასევე საფეხმავლო ზონები ჩვენს ტურისტულ ქალაქებში. ამასთან, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებს", - განაცხდა ირაკლი ნადარეიშვილმა.
Google Street View-ს საქართველოში ოფიციალური ოპერირება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.
მსგავსი სიახლეები
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სულხან თამაზაშვილი - შსს აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
გივი მიქანაძე - გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
„გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს