სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა.
ერთ-ერთი კანონდამრღვევი აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადების გამო 2000 ლარით დაჯარიმდა, მეორე მოქალაქეს კი, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ღირსების შემლახველი კომენტარის გამო 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
საქმის დეტალებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, სალომე ქირია საუბრობს.
„ბატონი ვახტანგის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში კომენტარის სახით შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ რეზო კიკნაძეს. აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევი პიროვნება, რომელიც დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მეორე სამართალდარღვევის საქმეს - ამ შემთხვევაში, ბატონი ივანეს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე პრიმა 16 მუხლის პირველი ნაწილით. მან შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა ბატონ მამუკა მდინარაძეს. მის მიმართ სახდელის სახით სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით," - განაცხადა სალომე ქირიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი სამმართველო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად აგრძელებს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა უწყების მხრიდან რეაგირება ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც უხამსობასა და ლანძღვა-გინებას შეიცავს.
მსგავსი სიახლეები
გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ
53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს - ბრალდებულებს შორის სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ალექსანდრე დარახველიძე - შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
სულხან თამაზაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
რუსეთის მიერ ქალაქ პავლოჰრადზე იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
„ჯივიპი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცხეთა-მთიანეთში უხვი ნალექისა და წყლის ნაკადის მატების გამო, სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო