ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS

 

ისრაელსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს, კაია კალასს შორის დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო ღრმავდება.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა, იერუსალიმში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ის ევროკავშირის მაღალჩინოსანს მასპინძლობდა, ამ ხმაურიან კონფლიქტზე მიანიშნა, რომლის შესახებაც EURONEWS წერს.

საარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან „ღია დიალოგის" საჭიროებას, თუმცა მისივე შეფასებით კატეგორიულად მიუღებელია ცალმხრივი განხილვები, რაც კაია კალასის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკად შეფასდა.

"ჩვენ გვჯერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი, კონსტრუქციული და ღია დიალოგის მნიშვნელობის, თუმცა დიალოგი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მხარის მიერ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების კარნახი მეორე მხარისთვის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს," - განაცხადა საარმა და დასძინა, რომ ისრაელისა და ევროპის ურთიერთობა ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა, გასულ თვეში მექსიკაში ყოფნისას, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან პირად საუბარში ისრაელის მიერ პალესტინელების მიმართ მოპყრობა სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის რეჟიმს შეადარა.
ამ განცხადების გამო, გიდეონ საარმა კალასთან ყოველგვარი დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა და განმარტებას ელოდება. კალასმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისრაელთან "დიალოგსა და ჩართულობას" აფასებს, თუმცა აპარტეიდზე გაკეთებული კომენტარი არ უხსენებია.

საარმა ეს განცხადება ევროკომისარ დუბრავკა შუიცასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ორდღიან ვიზიტს ასრულებდა.
შუიცამ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლელ პარტნიორებს გულწრფელი საუბრის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რადგან ნამდვილი პარტნიორობა სწორედ ღია და კონსტრუქციულ დიალოგს მოითხოვს.

კალასთან დაკავშირებული სკანდალის გარდა, ისრაელსა და ბლოკს შორის ურთიერთობა იმის გამოც არის დაძაბული, რომ ევროკომისია განიხილავს გეგმას, რომელიც ისრაელის დასახლებებთან ვაჭრობის შეზღუდვას ითვალისწინებს. ევროპული მთავრობების უმრავლესობა ევროკომისიაზე ზეწოლას აძლიერებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ამ დრომდე გაჭიანურებულია.

თავისი ვიზიტის ფარგლებში, დუბრავკა შუიცა იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსაც შეხვდება და ორმხრივ ურთიერთობებსა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავს. ამის შემდეგ ის რამალაში გაემგზავრება, სადაც პალესტინის ვიცე-პრეზიდენტ ჰუსეინ ალ-შეიხსა და პრემიერ-მინისტრ მოჰამად მუსტაფას შეხვდება, რათა მათთან ევროკავშირის მიმდინარე მხარდაჭერის საკითხები განიხილოს.

 

 





მსგავსი სიახლეები
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა -ზელენსკი არის უმადური და ვულგარული''- მიხალ მოსკალი
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა