,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებას „დოიჩე ველე" ავრცელებს.
მერცმა აღიარა, რომ წარსულში თავად მიმართავდა სასამართლოს ცილისწამების საქმეებზე, როდესაც პირადად შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ ამის გაკეთება შეწყვიტა და კანცლერის თანამდებობის დაკავების შემდეგ მსგავსი ნაბიჯი აღარ გადაუდგამს.
„ვინმე თუ იდიოტს მიწოდებს, ეს მისი საქმეა. მე სხვაგვარი აზრი მაქვს, მაგრამ ეს ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს", - თქვა მერცმა.
ცნობისთვის, სიტყვის თავისუფლებასა და პირად შეურაცხყოფას შორის ზღვარზე დებატები გერმანიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროკურატურამ საქმე აღძრა სტუდენტის წინააღმდეგ, რომელმაც ბერლინში გამართული დემონსტრაციის დროს პლაკატი აღმართა წარწერით, რომელიც, სავარაუდოდ, მერცის ღირსებას ლახავდა.
სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი დაჯარიმდა კომენტარების გამო, რომლებიც ცილისწამებად აღიარეს.
მერცის თქმით, ბრალდებებს, როგორც წესი, სახელმწიფო პროკურორები წარადგენენ და არა თავად პოლიტიკოსები. მან აღნიშნა, რომ გაკვირვებულია ასეთი საქმეების დიდი რაოდენობით, თუმცა დაამატა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და თანამდებობების პირები ცილისწამებისგან უნდა იყვნენ დაცულები, რათა შენარჩუნდეს დემოკრატიული სისტემისადმი პატივისცემა.
„როგორც კი სახელმწიფო თანამდებობები ცილისწამების სამიზნე ხდება, გართობა მთავრდება. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, უნდა შეგვეძლოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ეს უკვე აღარ არის სიტყვის თავისუფლება - ეს ზიანს აყენებს ჩვენს დემოკრატიას", - განაცხადა მერცმა.
ამ მიზნით მერცმა თქვა, რომ მზად არის გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის რეფორმისთვის. ეს მუხლი გარკვეულ გარემოებებში პოლიტიკოსებს იცავს შეურაცხყოფისა და ცილისწამებისვან.
შეგახსენებთ, შარშან დეკემბერში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან ფრიდრიხ მერცმა მის მიმართ ინტერნეტში გავრცელებული შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო არაერთი სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა.
მსგავსი სიახლეები
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა -ზელენსკი არის უმადური და ვულგარული''- მიხალ მოსკალი
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა