"აშშ - ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო"-Le Figaro
ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "აშშ - ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო" (ავტორი - ბიკოლა ბაროტი). „ირანთან ომმა აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძლიერება უსასრულო არ არის და მას საზღვრები აქვს. დონალდ ტრამპმა თითქმის ასდღიან ომში ვერ შეძლო თავისი ნება მოეხვია ირანისათვის, ხოლო მისი ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ „ეპიკურ ჩავარდნას“ დაესმგავსა“ - ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს პუბლიკაციიდან.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ირანის სამთვიანი ინტენსიური დაბომბვის შემდეგაც კი, თუ აშშ-ის მიერ დადებული გარიგების შინაარსის მიხედვით ვიმსჯელებთ, ვაშინგტონმა თეირანისათვის საკუთარი ნების თავსმოხვევა ვერ შეძლო. ომმა აჩვენა, რომ თვით აშშ-ის სამხედრო ძლიერებასაც კი თავისი საზღვრები აქვს.
"ამერიკული ოცნებები და ირანული რეალობა"
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქადნებოდა, რომ ირანთან ომში უსიტყვო კაპიტულაციას ორ კვირაში მიაღწევდა. იგი ირწმუნებოდა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სრულად გაანადგურა. ამერიკის ლიდერმა საკუთარი თავი დააჯერა, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანებით“ ირანის საფრთხეს მთლიანად გაანეიტრალებდა. მან თავისი „უძლეველი არმადა“ სპარსეთის ყურისკენ ისრაელის არმიის - მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესის - მხარდასაჭერად გაგზავნა, რომ ირანი დანებებაზე აიძულებინა.
მაგრამ ასდღიანი კონფლიქტისა და გაჭიანურებული მოლაპარაკებების შემდეგ ირანის ისლამური რეჟიმი ისევ ხელისუფლებაშია. თეირანი ძველებურად იმუქრება ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით და აკეთებს კიდეც - ბოლო მონაცემებით, რადგან ისრელმა ისევ დაარტყა სამხრეთ ლიბანში განლაგებულ „ჰეზბოლას“ ბაზებს, ანუ ამით დაირღვა ტრამპისა და ფეზეშქიანის მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმი, თეირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ გადაკეტა. ირანის ჩვეულებრივი სამხედრო ტექნიკის, რაკეტებისა და დრონების პოტენციალი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ირანს აქვს ტანკების და სხვა მძიმე ტექნიკის მნიშვნელოვანი მარაგი და ბოლოს, მთელი ომის განმავლობაში ირანის არმიისათვის, პრინციპში, ცოცხალი ძალის დანაკარგი უმნიშვნელოა. რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას, ობიექტების დემონტაჟის პროცესი ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
„როგორიც არ უნდა იყოს ირანის დანაკარგები და ზარალი, რეჟიმს შეუძლია განაცხადოს: მხოლოდ ისიც კი საკმარისია გამარჯვების დასაფიქსირებლად, რომ მან აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ შეტევებს გაუძლო“, - ამბობს ერთ-ერთი ფრანგი ანონიმური სამხედრო წყარო. „ისტორია განსჯის აშშ-ირანის შეთანხმებას... თუმცა ახლავე აშკარაა, რომ თეირანი ძალიან კარგად, საქმის ცოდნით მოქმედებს“, - აცხადებს ერთ-ერთი ფრანგი მაღალჩინოსანი ოფიცერი პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ.
„სად ვენესუელა და სად ირანი...“
თეორიულად აშშ-სა და ირანის ომი უთანასწორო უნდა ყოფილიყო. ირანი, მიუხედავად თავისი ძლიერებისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება. ბოლო ხანებში თეირანი ცდილობდა თავისი „სუსტი ადგილების“ კომპენსაცია სარაკეტო-ბალისტიკური პროგრამის განვითარებით ჩაენაცვლებინა - შექმნა რაკეტები, რომლის ფრენის სიშორე 2500 კილომეტრს აღწევს (ანუ მათი „დაფარვის ზონაში“ შედის როგორც ისრაელი, ასევე ევროპის ქვეყნებიც და აშშ-ის სამხედრო ბაზა დიეგო-გარსია ინდოეთის ოკეანეში).
ომის შემსწავლელი ინსიტუტის მონაცემებით, 2028 წლისათვის ირანს თავის სარაკეტო არსენალში დაახლოებით 10 ათასი რაკეტა ექნება. თეირანს შეუძლია თავის რეგიონულ მოკავშირეებსაც დაეყრდნოს: „ჰეზბოლას“ ლიბანში, ხუსიტებს - იემენში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოქმედ შიიტულ მოლაშქრეებს და ამით რეგიონში კონფლიქტი გააფართოვოს. გარდა ამისა, რეჟიმმმა გამოავლინა ჰიბრიდული ომების უნარიც, კიბეროპერაციების ჩათვლით, განავითარა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აშშ-ის დისკრედიტაციის მიზნით, ირონიით და ემოციებზე თამაშით.
აშშ-ის პრეზიდენტი აქტიურად ცდილობდა ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ წარმატებულად წარმოეჩინა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა. „დონალდ ტრამპი აღფრთოვანებული იყო ვენესუელაში მიღწეული იოლი წარმატებით“, - ამბობს ერთ-ერთი ფრანგი ოფიცერი, - მაგრამ სად ვენესუელა და სად ირანი, მათი შედარებაც კი არ შეიძლება... ნიკოლას მადუროს გატაცებით ვენესუელამ ქედი მოიხარა ვაშინგტონის წინაშე, აიათოლა ალი ჰამენეის მოკვლით კი ირანი კიდევ უფრო დაირაზმა აშშ-ის წინააღმდეგ“.
„ჰაერში ბატონობა ხმელეთზე გამარჯვებას არ ნიშნავს“
დაიწყო რა ომი ირანის წინააღმდეგ, აშშ-მა თავისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა, ხოლო ირანის პოტენციალი არასწორად. დიახ, ირანს არ გააჩნია თანამედროვე ავიგამანადგურებლები, შესაბამისად, მოწინააღმდეგეს ჰაერში მეტოქეობას ვერ გაუწევს. მაგრამ აშკარაა, რომ პენტაგონმა ვერ (თუ არ) გაითვალისწინა სუფთა საჰაერო ომის პოტენციალი. დიახ, ამერიკამ ფაქტიურად გაანადგურა ირანის საზღვაო ფლოტი, მოსპო სამეთაურო პუნქტები, მაგრამ... „ომს ხმელეთზე იგებენ“, - გვახსენებენ ცნობილ გამოთქმას ფრანგი სამხედროები. ამასთან, აშშ-ს სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად, მაგალითად, კუნძულ ხარკის დასაკავებლად, სადაც ირანის მთავარი ნავთობის ტერმინალებია განლაგებული, ან ურანის მარაგის მისაგნებად და მისი კონფისკაციისთვის, უდიდესი რესურსები დაჭირდებოდა.
ირანის ტერიტორიის ავიადაბომბვებით აშშ-მა მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენა - მატერიალური დანაკარგები კოლოსალურია, ქვეყნის სამრეწველო ობიექტები ნანგრევებადაა ქცეული. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რეჟიმი ომისთვის წინასწარ მოემზადა: საბრძოლო მასალების რეზერვი შექმნა და შეინახა, მოახდინა მართვის დეცენტრალიზაცია, წარმატებით გამოიყენა დრონები, რომ ომი ასიმეტრიული ყოფილიყო: თეირანმა შეძლო, რომ ირანის არმია თავისი იაფფასიანი, მაგრამ ეფექტური იარაღით აშშ-ის ძლიერებას გამკლავებოდა. მართალია, აშშ-სათვის დანაკარგები დიდი არ იყო, მაგრამ მისი მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში ზარალი აუტანელი იყო.
ირანის უპირატესობა და აშშ-ის სუსტი მხარე
„ირანის შესაძლებლობებმა აშშ-ის მოქმედება მნიშვნელოვნად შეზღუდა“, - აგრძელებს საუბარს ფრანგი ოფიცერი, - „აშშ-ის ტერიტორია ირანისაგან შორს არის და ბუნებრივია, მას საფრთხე არ შეექმნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ომის შედეგები სრულად იწვნიეს ირანის არაბმა მეზობლებმა, რომლებიც მზად არ იყვნენ გაჭიანურებული ომისათვის. ჰორმუზის ყურის დაბლოკვა სრულიად მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სრუტის ბლოკირება მსოფლიო ეკონომიკას დააზარალებდა. დონალდ ტრამპი ჩქარობდა, რადგან მასზე ზეწოლას ახდენდა პოლიტიკური დღის წესრიგი: შემოდგომაზე აშშ-ში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
სამხედრო ძლიერება მხოლოდ ცეცხლის ძალით არ განისაზღვრება. სულ რაღაც სამთვიანი ინტენსიური დარტყმებით პენტაგონმა თავისი არსენალები სერიოზულად გამოფიტა: დახარჯა რაკეტა „ტომაჰავკების“ მარაგის მესამედი და „პეტრიოტების“ თითქმის ნახევარი. რეზერვების შევსებას აშშ-ის სამხედრო მრეწველობა რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ თუ შეძლებს. ამერიკული რაკეტების ფასს ყურადღება არ მივაქციოთ (რაკეტა „ტომაჰავკი“ 2,5 მილიონი დოლარი ღირს, „პეტრიოტი“ კი - 4 მილიონი), პენტაგონი, როგორც ჩანს, იძულებული გახდა პრეზიდენტისთვის ომის შეწყვეტა ეთხოვა - იმიტომ, რომ სხვა სავარაუდო ფრონტისთვის [ვთქვათ, ჩინეთთან, ტაივანის გამო], სამომავლოდ შეიარაღების დეფიციტი ექნებოდა. ირანმა კი, პირიქით, სტაბილურობა აჩვენა ეგზისტენციური მუქარის წინაშე: თეირანი მოწინააღმდეგეს გაურკვევლობაში ამყოფებდა თავის რეალურ შესაძლებლობებთან მიმართებით და მიანიშნებდა, რომ მზად იყო გაჭიანურებული ომისათვის, შეერთებულ შტატებს კი დროის დეფიციტი ჰქონდა.
მსგავსი სიახლეები
"აშშ - ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო"-Le Figaro
"ქართული ნადიმი გრძნობებისათვის"-Telegraph Herald
"პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება"-The Daily Telegraph
"აშშ ირანთან ომში უფრო მეტად დამარცხდა, ვიდრე ვიეტნამთან ომში: საკუთარი სურვილით დაწყებული ომი ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ კატასტროფად გადაიქცა"-Foreign Policy
"რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს"-Financial Times
"დონალდ ტრამპი, ირანთან გამარჯვების ნაცვლად, ამერიკას ამცირებს"-The Daily Telegraph
"ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?"-Deutsche Welle
"აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება"-TRT
"დრო გვაჩვენებს": როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე"-Deutsche Welle
"ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე" -The Daily Telegraph
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times
"აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph