POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით

 

ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ „კატარგეიტის" სკანდალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO საბერძნეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კატარგეიტის" სკანდალი 2022 წლის დეკემბერში, მას შემდეგ აგორდა, რაც ავრამოპულოსმა ევროკომისია დატოვა. ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკების სერია ჩაატარა, დააკავა მთავარი ეჭვმიტანილები და ამოიღო ნაღდი ფულით სავსე ჩანთები - ეს იყო ევროკავშირის ისტორიაში კორუფციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება. ბრალდების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპარლამენტთან დაკავშირებული პირები კატარის ინტერესების გატარების სანაცვლოდ ფულს ან საჩუქრებს იღებდნენ.

„ყოფილი ევროკომისარი ბრალდებულია დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში. ხელისუფლება ამ საქმეს უკავშირებს იმ შემოსავალს, რომელიც მან სკანდალის ცენტრში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღო", - განაცხადა საბერძნეთის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა.

„ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი ევროკომისარი ჩვენების მისაცემად თითქმის ერთი წლის წინ გამოიძახა, თუმცა ის არ გამოცხადდა", - განაცხადა საბერძნეთის მეორე მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა.

ავრამოპულოსმა, რომელიც ამჟამად საბერძნეთის პარლამენტის წევრია და 2014-2019 წლებში მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებდა, დაიკავა საპატიო საბჭოს წევრის პოსტი არასამთავრობო ორგანიზაცია Fight Impunity-ში. ავრამოპულოსმა ორგანიზაცია სკანდალის აგორებისთანავე დატოვა. ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი კომისარი გასულ წელს ჩვენების მისაცემად გამოიძახა, თუმცა მან ეს მოთხოვნა არ შეასრულა.

 

 





მსგავსი სიახლეები
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა -ზელენსკი არის უმადური და ვულგარული''- მიხალ მოსკალი
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა