დონალდ ტრამპი - ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ

ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განახადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სანქციების შესაძლო შემსუბუქება ირანული ნავთობის ექსპორტს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლები, მისი მოლოდინით, პირველ რიგში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად იქნება გამოყენებული.

 

„ირანში 91 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანას საკუთარი მოსახლეობის სრულად გამოკვება უჭირს. თუ სანქციები შემსუბუქდება, ეს თანხები დიდწილად ამერიკელი ფერმერებისგან სიმინდისა და სოიოს შესაძენად დაიხარჯება", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

 

კითხვაზე, როგორ აპირებს აშშ, უზრუნველყოს, რომ ირანმა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სამხედრო პოტენციალის აღსადგენად არ გამოიყენოს, ტრამპმა უპასუხა, რომ, შეთანხმების მიხედვით, ეს დაუშვებელია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი პრაქტიკულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

 

„ვნახავთ, როგორ მოიქცევიან. მათ ეს თანხები საკუთარი მოსახლეობის საკვებზე უნდა დახარჯონ და არა სამხედრო მიზნებისთვის", - აღნიშნა ტრამპმა.

 

ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, მზად არის თუ არა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, თუ თეირანი შეთანხმებას არ შეასრულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაჩენის საფრთხე ნებისმიერ ეკონომიკურ რისკს აღემატება.

 

„ეკონომიკური დეპრესია ძალიან ცუდია, მაგრამ ბირთვული იარაღი გაცილებით უფრო საშიშია. თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს ან სათანადოდ არ მოიქცევა, გავაკეთებ იმას, რაც აუცილებელი იქნება", - განაცხადა ტრამპმა.

 

ამასთან, პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ ირანს აშშ-ზე რამე სახის ზეწოლის ბერკეტი აქვს. მისი თქმით, ბოლო სამხედრო ოპერაციების შედეგად, ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დასუსტდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო და საჰაერო ძალებმა, სარაკეტო ინფრასტრუქტურამ, რადარული სისტემების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და სამხედრო წარმოების შესაძლებლობებმა სერიოზული ზიანი განიცადა.

 

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მედიის ნაწილი, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსი", რომელიც, მისი შეფასებით, ირანის სამხედრო მდგომარეობის შესახებ რეალურ სურათს არ ასახავს.

 

„მათი ლიდერებიდან ყველა მკვდარია. მთელი ქვეყანა ქაოსშია. მათი ეკონომიკა განადგურებულია. იცით, „ნიუ იორკ თაიმსმა", იმ ყალბმა „ნიუ იორკ თაიმსმა" დაწერა, რომ ვითარება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ოთხი თვის წინ იყო. არა, ოთხი თვის წინ მათ ჰყავდათ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ზუსტად 159 ხომალდი. ახლა ეს ფლოტი აღარ არსებობს, მთლიანად განადგურებულია. ჰყავდათ 250 თვითმფრინავი, ისინიც აღარ ჰყავთ. მათი საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურებულია, რადარები განადგურებულია და „ნიუ იორკ თაიმსი" ამბობს, რომ ისინი დაახლოებით იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ოთხი თვის წინ იყვნენ. მიზეზი, რის გამოც მედია ასეთ ცუდ მდგომარეობაშია ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიზეზი, რის გამოც მე დიდი უპირატესობით გავიმარჯვე არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ შესახებ გაშუქების 92 პროცენტი უარყოფითი და მთლიანად ყალბი იყო, ის არის, რომ ხალხს მედიის აღარ სჯერა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა -ზელენსკი არის უმადური და ვულგარული''- მიხალ მოსკალი
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ