ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.
„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.
ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით, 2025-2026 წლებში პირდაპირი ეკონომიისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც.
„მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის როგორც ადმინისტრაციული და საკადრო ხარჯების, ისე პროექტებისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის გზით. მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვისა და გაუმჯობესების შედეგად დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი.
პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გააძლიერა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობა. ახალი მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურ მონაწილეობას, ისე სახელმწიფო სახსრების უფრო პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მართვას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ისტორიის გაკვეთილები "ევროპაში ღირსებით შესვლისა" და "ევროპის იმედად" ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია
პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ-ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
სააკაშვილმა ალიანსში ძალით შემორეკა ეგენი - თამარ ჩერგოლეიშვილი
,,ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციაში, რათა ჩვენ, ვინც ქართველები არ ვართ, ვიცოდეთ, ვის ვუჭერთ მხარს“- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
,,ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს''- ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე
26 ივნისს საგაზაფხულო სესია მთავრდება, ეს კვირა დახუნძლულია, როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით - ირაკლი კირცხალია
„ლელო“ - სააკაშვილის განცხადება არის ოპოზიციას შორის დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში, ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა
მიხეილ სააკაშვილი - "ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, "ახალი" თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის