პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას.
„მოხარული ვარ, მოგესალმოთ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტს და ყველა იმ პარტნიორს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზება.
მინდა მოგილოცოთ საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე და მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ყოველდღიურად, პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურება სახელმწიფოს.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.
სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია იუსტიციის სახლების მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გამორჩეულ მაგალითად ჩამოყალიბდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისზე აქვთ წვდომა.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის დანერგვაც, რომელიც უკვე 63 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. შედეგად, მოქალაქეებსა და ბიზნესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისებზე წვდომა როგორც დისტანციურად, ისე „ერთი ფანჯრის" პრინციპის საფუძველზე აქვთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ისტორიის გაკვეთილები "ევროპაში ღირსებით შესვლისა" და "ევროპის იმედად" ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია
პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ-ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
სააკაშვილმა ალიანსში ძალით შემორეკა ეგენი - თამარ ჩერგოლეიშვილი
,,ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციაში, რათა ჩვენ, ვინც ქართველები არ ვართ, ვიცოდეთ, ვის ვუჭერთ მხარს“- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
,,ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს''- ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე
26 ივნისს საგაზაფხულო სესია მთავრდება, ეს კვირა დახუნძლულია, როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით - ირაკლი კირცხალია
„ლელო“ - სააკაშვილის განცხადება არის ოპოზიციას შორის დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში, ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა
მიხეილ სააკაშვილი - "ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, "ახალი" თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის