სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის საქმე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

 

აღნიშნული საქმის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.

 

საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვის წამებისა და მკვლელობის შესახებ. ასევე, 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები დაარღვია.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება და გამოძიება) დარღვევა ბატონი უშანგი სოფრომაძის, ბატონი კახაბერ ხუბულურის და ბატონი გიორგი ანწუხელიძის პატიმრობაში გარდაცვალებით. მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა და გამოძიება) დარღვევა უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, გიორგი ანწუხელიძის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძის და კახაბერ ზირაქაშვილის წამებით“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

ამასთან, სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის. კერძოდ: 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს; 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს; 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს; 40 000 ევრო კი თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.

 

 

სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.




მსგავსი სიახლეები
გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ
53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს - ბრალდებულებს შორის სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ალექსანდრე დარახველიძე - შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
სულხან თამაზაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
რუსეთის მიერ ქალაქ პავლოჰრადზე იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
„ჯივიპი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცხეთა-მთიანეთში უხვი ნალექისა და წყლის ნაკადის მატების გამო, სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო