ZEG Storytelling Festival

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალმა, რომელიც ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართა, 1000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის იყო 140-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

სამი დღის განმავლობაში, ექვს სხვადასხვა სცენაზე გაიმართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები და სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიის გამოწვევები დღეს, ქალთა უფლებები და გენდერული სამართლიანობა, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიური ძალაუფლება, ომებისა და იმპერიების მემკვიდრეობა, კლიმატური კრიზისი, ლიტერატურა, ფოტოგრაფია, დემოკრატიის გამოწვევები, არქიტექტურა თუ ფილოსოფია, ციფრული რეპრესიები და მრავალი სხვა. არაერთი სესია დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

 

ჩატარდა შემეცნებითი ტურები, რომლებიც მოიცავდა თბილისის საბჭოთა და დემოკრატიული წარსულის გაცნობას, ქალაქის არქიტექტურაზე საუბარს, უახლოესი წარსულისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაზიარებას.

 

წელს მომხსენებლებს შორის იყვნენ: ვიეტ თან ნგუენი - პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის The Sympathizer ავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებისა და იძულებითი გადაადგილების თემებზე.  დევიდ ბელტი - მეწარმე და ნოვატორი დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. კარენ ჰაო -  ჟურნალისტი, რომლის Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას. ზელდა პერკინსი - ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების(NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა. კუმი ნაიდუ - სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპარტეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტს უწევდა ორგანიზებას, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-სა და Amnesty International-ს. მაიკლ ბარენბოიმი - მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი. ლეოპოლდო ლოპესი - ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა გლობალური მოძრაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუებაზე. ბაო ნგუენი - ემის ნომინანტი რეჟისორი; მისი ბოლო ფილმი, The Stringer, იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს სადავო ავტორობას. ჯული პოსეტი - დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტს, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს. რეიჩელ კორპი - ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე. ჯეიკ ფრიდმანი- კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს. ჯონ ლი ანდერსონი - The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი. ელაიზა ანიანგვე - ემის მფლობელი კამერუნელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს.

 

წელს თიბისიმ ფესტივალში ჩართულობა კიდევ უფრო გააფართოვა და ZEG-ის მოხალისეთა პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ეს პარტნიორობა თიბისის ახალი თაობის მხარდაჭერის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და გლობალურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას.

 

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, თბილისში 2027 წლის 4-6 ივნისს დაბრუნდება. მანამდე კი, 2026 წლის შემოდგომაზე, ZEG-ის ღონისძიებას ამსტერდამი და ნიუ-იორკი უმასპინძლებს.

(R)

 

 

 





მსგავსი სიახლეები
IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ZEG Storytelling Festival
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივნისს
ირაკლი ნადარეიშვილი: "მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას"
Google Street View უკვე საქართველოშია
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს
ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ვახტანგ ცინცაძე: „მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე"
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ივნისს
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა