ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას.
„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თქვენს უწყებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. დაარსების დღიდან სამსახურმა იკისრა მისია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, ინსტიტუციურ სტაბილურობას და სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარებას. თქვენი პროფესია მუდმივ რისკებთან, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და მოითხოვს უდიდეს დისციპლინას. თქვენ ამ მოწოდებას ყოველდღიურად უმაღლესი პროფესიონალიზმით და ერთგულებით პასუხობთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ამ საპასუხისმგებლო გზაზე, სამწუხაროდ, თქვენმა არაერთმა თანამებრძოლმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი კოლეგებისა და მეგობრების ნათელ ხსოვნას. მათი სიმამაცე ქვეყნისთვის თავდადების უკვდავ მაგალითებად დარჩება. დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ უწყების ხელმძღვანელობის სწორი ხედვის, თითოეული ოფიცრის მაღალი კვალიფიკაციისა და ჩვენი მთავრობის ურყევი მხარდაჭერის შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. სამსახურის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ.
სამსახურის დაარსების 32 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით უწყების 32 თანამშრომელი დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაესწრნენ
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი "აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს
ისტორიის გაკვეთილები "ევროპაში ღირსებით შესვლისა" და "ევროპის იმედად" ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია
პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ-ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
სააკაშვილმა ალიანსში ძალით შემორეკა ეგენი - თამარ ჩერგოლეიშვილი
,,ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციაში, რათა ჩვენ, ვინც ქართველები არ ვართ, ვიცოდეთ, ვის ვუჭერთ მხარს“- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
,,ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს''- ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე
26 ივნისს საგაზაფხულო სესია მთავრდება, ეს კვირა დახუნძლულია, როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით - ირაკლი კირცხალია