ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება".
„ვიდრე ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო მიდგომა გაგრძელდება, ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მიუხედავად ასეთი უპრეცედენტო ჩარევისა, მათ „ქართული ოცნება" არჩევნების გზით ვერ შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხუთჯერ დააფინანსეს რევოლუცია, ვერც რევოლუციის გზით შეცვალეს „ქართული ოცნება". უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი სურვილით დავტოვეთ- დათქმა იყო, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა, რისი საფუძველიც არ არსებობს. არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე მტკიცებულება თუ აქვს, წარმოადგინონ, ამას ვითხოვთ. ორი წელი ისე გავიდა, რომ ფიზიკურად ერთი მტკიცებულებაც ვერავინ წარმოადგინა. როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მაინც გვთხოვს, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთო, ეს ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემლობაა. ამის ფონზე, ჩვენთვის საინტერესო არ არის, რა რეზოლუციას მიიღებენ. რეზოლუციებს, რომელსაც ევროპარლამენტი თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, ერთი და იგივე მესიჯბოქსითაა გაჟღენთილი. ვიდრე რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე ამ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას - ბექა ძამაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი "აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს
ისტორიის გაკვეთილები "ევროპაში ღირსებით შესვლისა" და "ევროპის იმედად" ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია
პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ-ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
სააკაშვილმა ალიანსში ძალით შემორეკა ეგენი - თამარ ჩერგოლეიშვილი
,,ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციაში, რათა ჩვენ, ვინც ქართველები არ ვართ, ვიცოდეთ, ვის ვუჭერთ მხარს“- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი