ტრამპი: დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და მედიის მიერ საპირისპირო ამბების გავრცელების მიუხედავად, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
„მიუხედავად მათი პროტესტისა და საპირისპირო ცრუ განცხადებებისა, ასევე ყალბი ახალი ამბების უწყვეტი კამპანიისა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აშშ-ის გამარჯვება რაც შეიძლება უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს, ირანი სრულად და უპირობოდ დათანხმდა უმაღლესი დონის ბირთვულ ინსპექციას განუსაზღვრელი ვადით (უსასრულოდ!!!). ეს უზრუნველყოფს „ბირთვულ კეთილსინდისიერებას". თუ ისინი ამას არ დათანხმდებოდნენ, მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდებოდა!
ამისა და ირანის მიერ გაკეთებული სხვა მნიშვნელოვანი დათმობების გათვალისწინებით, დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს. თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე რჩება იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკადის აღდგენა საჭირო გახდება, რაც ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა თავის პოსტში აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანი მიიღებს ამერიკის მიერ ადრე გაყინულ ფულს, თუმცა მას ამერიკული მხარის ზედამხედველობის ქვეშ დახარჯავს.
„ფული ან/და სანქციებიდან გათავისუფლებული თანხები, რომლებსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს, სპეციალურ ანგარიშზე განთავსდება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს. ეს თანხები გამოყენებული იქნება საკვებისა და სამედიცინო მარაგების შესაძენად, ექსკლუზიურად შეერთებული შტატებიდან, მათ შორის ჩვენი შესანიშნავი ამერიკელი ფერმერების მიერ წარმოებული სიმინდის, ხორბლისა და სოიოს შესყიდვისთვის.
ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ირანს სასწრაფოდ სჭირდება. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და მიმაჩნია, რომ აუცილებელია დახმარება ახლავე გავწიოთ, ვიდრე გვიანი არ გახდება. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს!", - აღნიშნა მან.
მსგავსი სიახლეები
თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება
გაერო-ში უკრაინის ელჩი – უკრაინამ შესაძლოა, გადახედოს თავის წინადადებას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე
ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს
,,შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს''- ირანის პრეზიდენტი
საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებში რეკორდულ სიცხეებს უკავშირებს
ვლადიმერ პუტინი – ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირი თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა, ეს დღემდე გრძელდება
მარტა კოსი – თითქმის ყველა თვითმფრინავმა კავკასიის გავლით დაიწყო ფრენა, სწორედ აქედან, შუა დერეფნის გავლით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ჩვენი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირები
ტრამპი: დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს
მედია: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო გაბედულად იმოქმედოს
ლიეტუვის მთავრობა გადადგა
დონალდ ტრამპი - ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა -ზელენსკი არის უმადური და ვულგარული''- მიხალ მოსკალი
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა