პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, თუ უცხოელს სურს, საქართველოში უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლებამოსილება ენიჭება, კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს უცხო ენის გამოცდას.
ცვლილებების თანახმად, თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი უნდა დააგროვოს. კანონპროექტის მიხედვით, თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც, ეს მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი გახდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხსაც მოიცავს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა.
მომხსენებელმა, აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, პარლამენტს ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით გააცნო.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას - ბექა ძამაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი "აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს
ისტორიის გაკვეთილები "ევროპაში ღირსებით შესვლისა" და "ევროპის იმედად" ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია
პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ-ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
სააკაშვილმა ალიანსში ძალით შემორეკა ეგენი - თამარ ჩერგოლეიშვილი
,,ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციაში, რათა ჩვენ, ვინც ქართველები არ ვართ, ვიცოდეთ, ვის ვუჭერთ მხარს“- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი