თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

 

კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე  და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან კარგი ელჩი გყავთ, მადლობა მას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა. საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ  ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.

ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იტალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თავის მხრივ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

 

„მიხარია თქვენთან შეხვედრა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. იტალია, მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში", - აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.

 

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დაესწრო.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა ''- სახალხო დაცველი
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას - ბექა ძამაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი "აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს
ისტორიის გაკვეთილები "ევროპაში ღირსებით შესვლისა" და "ევროპის იმედად" ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია
პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ-ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი