გაერო-ში უკრაინის ელჩი – უკრაინამ შესაძლოა, გადახედოს თავის წინადადებას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე
გაერო-ში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის თქმით, უკრაინამ შესაძლოა, გადახედოს თავის წინადადებას პრაქტიკულად მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო განაგრძობს რუსულ აგრესიაზე რეაგირების დაყოვნებას.
ამის შესახებ მელნიკმა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინა მზად არის რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის უზრუნველსაყოფად, გაერო-ს წესდების შესაბამისად, თუმცა ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის", - განაცხადა ანდრეი მელნიკმა.
როგორც დიპლომატი ამბობს, გასული 15 თვის განმავლობაში, უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა უშიშროების საბჭოს, მიეღო რეზოლუცია „ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის" შესახებ, თუმცა ეს ძალისხმევა უპასუხოდ დარჩა.
„საბჭო თუ განაგრძობს და შემდგომშიც მიჰყვება პრინციპს, „მოვიცადოთ და ვნახოთ", არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინამ გადახედოს და შეცვალოს თავისი წინადადება. ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ - ეს უკვე დიდი კომპრომისია", - აღნიშნა ანდრეი მელნიკმა.
მისივე თქმით, ბოლო თვის განმავლობაში, უკრაინამ არსებითად შეცვალა ომის დინამიკა და მის შედეგებს სულ უფრო მეტად შეიგრძნობს რუსეთი. როგორც მელნიკი ამბობს, რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების თითქმის 40% უკვე დაზიანებულია.
მსგავსი სიახლეები
,,რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა „2022 წელს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებისა და რეალობის საფუძველზე“- პუტინი
თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება
გაერო-ში უკრაინის ელჩი – უკრაინამ შესაძლოა, გადახედოს თავის წინადადებას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე
ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს
,,შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს''- ირანის პრეზიდენტი
საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებში რეკორდულ სიცხეებს უკავშირებს
ვლადიმერ პუტინი – ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირი თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა, ეს დღემდე გრძელდება
მარტა კოსი – თითქმის ყველა თვითმფრინავმა კავკასიის გავლით დაიწყო ფრენა, სწორედ აქედან, შუა დერეფნის გავლით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ჩვენი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირები
ტრამპი: დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს
მედია: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო გაბედულად იმოქმედოს
ლიეტუვის მთავრობა გადადგა
დონალდ ტრამპი - ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა -ზელენსკი არის უმადური და ვულგარული''- მიხალ მოსკალი
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
ესპანეთში ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის საქმეზე 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა