ჯორჯია მელონი: აშშ-თან ურთიერთობები ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვერ ხედავს აზრს სოციალურ ქსელებში დაწყებული კამათის გაგრძელებაში და ახლა მთავარი ამოცანა ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენაა.
„არ ვაპირებ ამ კამათის გაღვივებას. მიმაჩნია, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს", - განაცხადა მელონიმ.
მელონიმ ასევე შეაფასა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის გადაწყვეტილება, რომელმაც მელონსა და ტრამპს შორის დაპირისპირების ფონზე აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი სწორი იყო და გარკვეული სიგნალი გააგზავნა, თუმცა ახლა დაპირისპირების გაღრმავება საჭირო აღარ არის.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სჯერა, მომხდარი დაპირისპირება იტალია-აშშ-ის ურთიერთობებზე გრძელვადიან უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
„ეს არის ორი სახელმწიფო, რომელსაც იმდენად ხანგრძლივი და ძლიერი თანამშრომლობის ისტორია აქვს, რომ მისი უბრალოდ წაშლა და ხელახლა გადახედვა შეუძლებელია მხოლოდ სოციალურ ქსელებში მომხდარი კამათის გამო", - განაცხადა მელონიმ.
მისივე თქმით, იტალიისა და აშშ-ის ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ვინ არის კონკრეტულ მომენტში ხელისუფლებაში.
„იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არ იწყება და არ მთავრდება იმის მიხედვით, ვინ არის ამჟამად ხელისუფლებაში. ჩვენ საგარეო პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ იმ სიღრმისა და მნიშვნელობის დონეზე, რომელზე ყოფნასაც ის იმსახურებს" - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა. ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე. არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა". დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა ჯორჯია მელონი და აღნიშნა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს".
მსგავსი სიახლეები
ჯორჯია მელონი: აშშ-თან ურთიერთობები ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს
,,რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა „2022 წელს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებისა და რეალობის საფუძველზე“- პუტინი
თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება
გაერო-ში უკრაინის ელჩი – უკრაინამ შესაძლოა, გადახედოს თავის წინადადებას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე
ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს
,,შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს''- ირანის პრეზიდენტი
საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებში რეკორდულ სიცხეებს უკავშირებს
ვლადიმერ პუტინი – ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირი თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა, ეს დღემდე გრძელდება
მარტა კოსი – თითქმის ყველა თვითმფრინავმა კავკასიის გავლით დაიწყო ფრენა, სწორედ აქედან, შუა დერეფნის გავლით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ჩვენი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირები
ტრამპი: დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს
მედია: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო გაბედულად იმოქმედოს
ლიეტუვის მთავრობა გადადგა
დონალდ ტრამპი - ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა -ზელენსკი არის უმადური და ვულგარული''- მიხალ მოსკალი
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
,, პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული''- მერცი
ისრაელმა კაია კალასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა - EURONEWS
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს