ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის კუთხით დედაქალაქს აქვს გამოწვევები და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, კონკრეტულ ქუჩებზე ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

 

„პირველ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი მოაწესრიგა, ამჟამად კი გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რაც სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ნაძვების ქუჩას, აქ მოწესრიგდება 10 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც ამჟამად, ფაქტობრივად, გზა არ არსებობს, არის გრუნტის გზა. ამ შემთხვევაშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მოაწესრიგა, ამის შემდეგ კი გამგეობამ საგზაო პროექტი დაიწყო - მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

გარდა ამისა, თბილისის მერმა ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირის N51-ის მიმდებარედ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საყრდენი კედლის მშენებლობაზე.

 

მისი თქმით, კედლის სირგძე 74 მეტრი, ხოლო სიმაღლე 10 მეტრი იქნება და ტერიტორიაზე სულ 1 344 მეტრი სიგრძის 112 ხიმინჯი მოეწყობა.

 

„მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. არის გამოწვევები და პრობლემები. ამიტომ გვინდა, რომ იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ, შევქმნათ ახალი დიზაინის ქუჩები, მოვაწესრიგოთ კომუნიკაციები და განვაახლოთ საგზაო ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით