ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ

ევროსაბჭოს რეზოლუციის დრაფტში წერია, რომ საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და სწორედ იანვრის რეზოლუცია არის მიზეზი, რის გამოც შევაჩერეთ ასამბლეაში საქმიანობა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დიალოგის.

 

„რეზოლუციის ის პირველადი ვერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული განვითარება, რომელიც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას ამ რეზოლუციას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი ვიზიტი, რომელიც აქ შედგა არაფრის მომტანი იყო. ეს იყო უბრალოდ ვიზიტი, რომ მათ ანგარიშში ჩაეწერათ, საქართველოში ყოფნა.

 

ეს რეზოლუცია სრულიად გააქარწყლებს იმ განცხადებებს, რომლებითაც ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებზე, რომ მათ სურთ, საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სამუშაოდ დაბრუნდეს. ამ რეზოლუციის დრაფტში წერია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და 2025 წლის იანვრის რეზოლუცია არის სწორედ მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევაჩერეთ ასამბლეაში ჩვენი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, საერთოდ აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდეს. 2025 წლის იანვრის შემდეგ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ წინა რეზოლუციის ჩანაწერს ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვიდრე ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი", - განაცხადა სამხარაძემ.

 

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს დებატებს გამართავს და აღნიშნულ ანგარიშს კენჭს უყრის. თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი არიან.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული
მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით
პრემიერი - ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს", რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც იბეჭდება
შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია
თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოსგან მხოლოდ დასაბუთებულ პრეტენზიებს მივიღებთ, მათთვის მთავარია, ტყუილებზე ყალბი რეზოლუციების დაშენება, ასეთ ადამიანებთან საუბარი რთულია
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს
შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ლაურა კასტელი – საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც უნდა იმუშაონ
ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კროსი – საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები?
ედიტე ესტრელა – დღეს მესამე ანგარიშია საქართველოზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ეს აჩვენებს იმ მნიშვნელობასა და გადაუდებლობას, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება
ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები
ირაკლი ზარქუა – ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ "კარენოი" "ნაცების" და ახალი "ნაცების" დაპირისპირება, ბელადმა ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი "ბოკუ" ჩააჩოჩა