ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და "ლევად" იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში - ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი
პირველ სამშობიარო კლინიკაში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ნინო მუჯირის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
კერძოდ, როგორც ნინო მუჯირის ოჯახის წევრი აღნიშნავს, ექიმს, რომელმაც გარდაცვლილს "სამედიცინო მანიპულაცია გაუკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად" იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში".
მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებს აქვთ ახალგაზრდა ქალსა და ექიმს შორის მიმოწერაც, სადაც პაციენტი აღნიშნავდა, რომ მას ვირუსი და ცხელება ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ნარკოზით გაუკეთდა ოპერაცია".
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, კომაში ჩავარდა და 6 თვის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.
„აქ არ არის შეცდომა. აქ საუბარია სამედიცინო, განზრახ დანაშაულზე! ეს სამედიცინო მანიპულაცია, რომელსაც იკეთებს ქალების 90%, 15 წუთში სრულდება, ერთ საათში სახლში მიდის ადამიანი. ეს მანიპულაცია კი გააკეთა ექიმმა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია, არ აქვს საერთოდ ნემსის გაკეთების უფლებაც, ის ამ კლინიკაში მუშაობს მენეჯერად. გადაიმალა, ორი დღეა არ არის კაბინეტში.
ჩუმად და „ლევად" იღებდა საღამოს საათებში პაციენტებს. ლიცენზიაც წართმეული აქვს დროებით, ასევე პირობითი აქვს. ეს ერთი დანაშაული. ჩვენ გვაქვს გარდაცვლილის ტელეფონი, სადაც ყველაფერი წერია.
ჩვენ უშუალოდ ნინოს [ნინო მუჯირი] და ეკატერინე გაგუას [ექიმი] შორის მიმოწერა გვაქვს, სადაც ის კონსულტაციას უტარებს. ნინო ეუბნება, რომ ცხელება ჰქონდა, ის კი დანიშნულებას აძლევს, ანტიბიოტიკს უნიშნავს.
12 იანვარს, როდესაც მოვიდა ნინო კონსულტაციაზე, ექიმმა სასწორზე დადო 35 წლის გოგოს სიცოცხლე და ფული. ყველამ ვიცით, რომ ვირუსი როდესაც აქვს ადამიანს, ნარკოზის გაკეთება არ შეიძლება.
ჩანაწერი გვაქვს, სადაც ნინო ამბობს, რომ ვირუსი ჰქონდა, ექიმს უთხრა, რომ ცხელება ჰქონდა და მაინც გაუკეთა [ნარკოზი]. ნინო ასევე წერს: „ალბათ, ნარკოზმა რეაქცია მომცა და ცუდად ვარ, რეანიმაციაში უნდა გადამიყვანონ", - აღნიშნავს გარდაცვლილის ოჯახის წევრი "ფორმულასთან" საუბარში.
გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ამტკიცებს, რომ ოპერაცია მას არ გაუკეთებია და ის სხვამ ჩაატარა.
„ლურჯი თითები და ლაქები ჰქონდა, პულსი არ ჰქონდა, გაყინული იყო თვალები და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. სხეული გაშეშებული ჰქონდა, მიცვალებული იყო უკვე.
6 თვე იწვა გოგო რეანიმაციაში. შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირიქით დაღუპეს, მოკლეს, დაჩეხეს. ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა დღემდე იძახის, ოპერაცია მე არ გამიკეთებიაო. ვის მოვთხოვო პასუხი? - კლინიკის დირექტორს? კი ბატონო, აქ ვზივარ კაბინეტში, მაგრამ გაიპარა და წავიდა იმის გამო, რომ ექიმს ვითხოვ, რომ პასუხი მოვთხოვო", - თავის მხრივ, აღნიშნეს გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა „ტვ პირველთან".
მსგავსი სიახლეები
ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და "ლევად" იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში - ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი
"უკრაინელები ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციას ებრძვიან, რასაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს"-The Daily Telegraph
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ
სრულ იზოლაციაში ვარ, ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ - 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ -ელისო კილაძე
ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი ან ჭაობი -პიტ ჰეგსეტი
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
,, როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, ასევე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი''- სალომე სამადაშვილი
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი