ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება
„ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული საუბრებია, ღირს თუ არა ისეთ „ალიანსში" ყოფნა, რომელიც პატივს არ სცემს პოლიტპატიმრებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 14-წლიან ბრძოლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც პარტიაში რეფორმების საკითხი დასრულდება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
„ვიმეორებ, „ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება. 14-წლიან ოპოზიციაში ყოფნის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენინე ეტაპად შემოვიდნენ ახალი სახეები. დღევანდელი ლიდერების უმრავლესობა, სწორედ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული: ლაშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, მარიამ დოლიძე, ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე. ეს ის ადამიანებია, ვინც პარტიას ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდნენ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ახალგაზრდებმა პარტიულ საქმიანობაში უნდა დაიკავონ მნიშვნელოვანი პოზიციები. ყველაფერი საბოლოოდ ყრილობის შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებს, როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, მათი რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება.
„ანი წითლიძემ ერთ-ერთ გადაცემაში არც უარყო და არც დაადასტურა მისი კანდიდატად მონაწილეობა , ბუნებრივია, კანდიდატების რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ იქნებიან დარეგისტრირებული, ალბათ, ამის გათვალისწინებით შეიძლება, 3, 4 და 5 კანდიდატურაც კი დარეგისტრირდეს. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ არჩევნების თარიღი გამოცხადდება და საარჩევნო წესი დამტკიცდება, კანდიდატებს რეგისტრაციის საშუალება ექნებათ. მე პირადად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნანუკას კანდიდატურას მხარს უჭერს, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება
ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები
ირაკლი ზარქუა – ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ "კარენოი" "ნაცების" და ახალი "ნაცების" დაპირისპირება, ბელადმა ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი "ბოკუ" ჩააჩოჩა
ირაკლი ზარქუა – ევროსაბჭოს რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის, ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს
გიორგი შარაშიძე – გაფართოების პროცესის მონაწილე როცა არ ხარ, ეს პრობლემაა, ევროკავშირი საქართველოსგან ერთადერთ რამეს ითხოვს, დაიცვას ვალდებულებები
ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ
გიორგი გვარაკიძე – გადადგომას არ ვაპირებ, საიდან მოიტანეთ, რომ ვაპირებ სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას?
,,ასამბლეაში საქართველოს არყოფნა არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის''- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
ალან ბერსე – საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის
,,2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა ''- სახალხო დაცველი
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას - ბექა ძამაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი "აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ