სერგეი ლავროვი – რუსეთი უკრაინის საკითხზე ულტიმატუმებს არ მიიღებს
რუსეთი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არანაირ ულტიმატუმს არ მიიღებს, - ამის შესახებ გაცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„რუსეთისთვის ეს საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა და ჩვენ არ ვაპირებთ მისი გაცვლას რაიმე დროებით ან შუალედურ გადაწყვეტილებებზე, მით უმეტეს, არ მივიღებთ ვინმეს მიერ ნაკარნახევ ულტიმატუმებს", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი კვლავ ერთგული რჩება იმ შეთანხმებებისა და ურთიერთგაგებისა, რომლებიც მიღწეული იყო ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპს შორის 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებას. მათი ავტორი, ფაქტობრივად, ამერიკული მხარე იყო, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ თანხმობა განაცხადა ჩვენთვის შეთავაზებულ წინადადებებზე მას შემდეგ, რაც ისინი საფუძვლიანად შეისწავლა",- თქვა ლავროვმა.
ცნობისთვის, ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილა და ურჩია ვოლოდიმირ ზელენსკის დათანხმებოდა შეთანხმებას, რომლის პირობებიც საჯაროდ არ გამჟღავნებულა.
დღესვე ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება კვლავ შესაძლებელია.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გარშემო არსებული ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით დარეგულირება ჯერ კიდევ სავსებით შესაძლებელია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს სურს გაიგოს, რა შეიცვალა აშშ-ის პოზიციაში საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ.
„უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა ევიანში. ამერიკელებს ჯერ არ უთქვამთ ჩვენთვის რა წაიღეს სამიტიდან ან რა იქნება მომავალი მოქმედებების გეზი", - განაცხადა ლავროვმა.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის სენატი წარმომადგენელთა პალატას შეუერთდა და ირანში ომის შეწყვეტას დაუჭირა მხარი - Reuters
,,ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს''- რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი''
,, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს''- რუსული მედია
ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია - ჯანმოს დირექტორი
EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს
ევროკავშირის ომბუდსმენი ტერეზა ანჟინიო, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
ნიუ-იორკის მეტროში უსახლკარო კაცს 19 წლის ახალგაზრდამ ცეცლი წაუკიდა – დაკავებულს 5-წლით პატიმრობა მიესაჯა
დიმიტრი პესკოვი – სომხეთის ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზეა
საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო
სერგეი ლავროვი – რუსეთი უკრაინის საკითხზე ულტიმატუმებს არ მიიღებს
დონალდ ტრამპი – ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ხოლო სენატი უდროო, უაზრო კენჭისყრას ატარებს და ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ აშშ-ს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს
ჯორჯია მელონი: აშშ-თან ურთიერთობები ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს
,,რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა „2022 წელს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებისა და რეალობის საფუძველზე“- პუტინი
თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება
გაერო-ში უკრაინის ელჩი – უკრაინამ შესაძლოა, გადახედოს თავის წინადადებას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე
ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს
,,შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს''- ირანის პრეზიდენტი
საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებში რეკორდულ სიცხეებს უკავშირებს
ვლადიმერ პუტინი – ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირი თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა, ეს დღემდე გრძელდება