IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით "საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი" აქვეყნებს.
ნაშრომი აფასებს საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ოპტიმალურ დონეს, გაზრდილი საგარეო გაურკვევლობის პირობებში.
რეზერვების შეფასების სტანდარტულ დანახარჯ-სარგებლიანობის ჩარჩოზე დაყრდნობით, ანალიზი დამატებით ითვალისწინებს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს: სახელმწიფოს საგარეო სესხების ღირებულებას, კერძო სექტორის დოლარიზაციას და სავალუტო ინტერვენციების (FXI) საჭიროებას, რათა შემცირდეს გაცვლითი კურსის მერყეობა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რეზერვები უზრუნველყოფს დაზღვევისა და სანდოობის უფრო ფართო სარგებელს, ვიდრე ეს სტანდარტული მაჩვენებლებით ჩანს. შესაბამისად, რეზერვების ოპტიმალური დონე შეფასებულია ARA-ის (IMF-ის რეზერვების ადეკვატურობის მეტრიკის) დაახლოებით 145-150 პროცენტის ფარგლებში, რაც აღემატება ტრადიციულ ადეკვატურობის ნიშნულებს.
"2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა. საქართველოს საერთაშორისო რეზერვები აღდგა და 2025 წლის ბოლოსთვის ARA-ს 100%-იან დონეს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა", - წერს IMF-ი.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი.
"მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ენერგორესურსების ფასების ზრდა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლა კვლავ გამოწვევად რჩება, ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია. ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული", - აღნიშნულია IMF-ის ანგარიშში.
მსგავსი სიახლეები
IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ZEG Storytelling Festival
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივნისს
ირაკლი ნადარეიშვილი: "მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას"
Google Street View უკვე საქართველოშია
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს
ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ვახტანგ ცინცაძე: „მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე"
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ივნისს
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა