,,ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს''- რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი''

 

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" განაცხადა, რომ ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს". როგორც კომპანიის მიერ რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ივნისის დასაწყისში მთავარმა საწვავის მომწოდებელმა კომპანიას აცნობა, რომ აუცილებელი გახდა მოხმარების დაახლოებით ერთი მესამედით შემცირება. მიზეზად დასახელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება, რამაც ბაზარზე საავიაციო საწვავის მოცულობის შემცირება გამოიწვია.

„აზიმუტის" ინფორმაციით, საჭირო რაოდენობის საწვავი არც ალტერნატიულ მომწოდებლებს გააჩნიათ. დეფიციტთან ერთად მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასიც. კომპანიის ცნობით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში საავიაციო საწვავის საშუალო ფასი 17%-ით გაიზარდა.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ არსებული პირობების გამო დაგეგმილი ფრენების პროგრამის შესრულება „ეკონომიკური თვალსაზრისით აზრს კარგავს", როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე.

„აზიმუტმა" მიმართა თხოვნით რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მიმართოს და ვითარების სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვოს.

ცნობისთვის, რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების გაძლიერების ფონზე. სააგენტო „როიტერის" მონაცემებით, 15-21 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ბენზინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საწვავის გაცემაზე შეზღუდვები უკვე მოქმედებს რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, ასევე ირკუტსკის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, აგრეთვე ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ შიდა ბაზარზე არსებული მდგომარეობა „მარტივი არ არის, თუმცა კონტროლირებადია", ხოლო დეფიციტი „ცალკეულ რეგიონებსა და ავტოგასამართ სადგურებზე პერიოდულად წარმოქმნილი ლოგისტიკური პრობლემების შედეგია".

 

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის სენატი წარმომადგენელთა პალატას შეუერთდა და ირანში ომის შეწყვეტას დაუჭირა მხარი - Reuters
,,ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს''- რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი''
,, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს''- რუსული მედია
ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია - ჯანმოს დირექტორი
EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს
ევროკავშირის ომბუდსმენი ტერეზა ანჟინიო, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
ნიუ-იორკის მეტროში უსახლკარო კაცს 19 წლის ახალგაზრდამ ცეცლი წაუკიდა – დაკავებულს 5-წლით პატიმრობა მიესაჯა
დიმიტრი პესკოვი – სომხეთის ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზეა
საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო
სერგეი ლავროვი – რუსეთი უკრაინის საკითხზე ულტიმატუმებს არ მიიღებს
დონალდ ტრამპი – ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ხოლო სენატი უდროო, უაზრო კენჭისყრას ატარებს და ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ აშშ-ს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს
ჯორჯია მელონი: აშშ-თან ურთიერთობები ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს
,,რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა „2022 წელს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებისა და რეალობის საფუძველზე“- პუტინი
თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება
გაერო-ში უკრაინის ელჩი – უკრაინამ შესაძლოა, გადახედოს თავის წინადადებას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე
ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს
,,შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს''- ირანის პრეზიდენტი
საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებში რეკორდულ სიცხეებს უკავშირებს
ვლადიმერ პუტინი – ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირი თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა, ეს დღემდე გრძელდება