ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კროსი – საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები?
ვენც დღეს განვიხილავთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და, გულწრფელად რომ ვთქვა, ანგარიშს უნდა ერქვას „დემოკრატიული ინსტიტუტების არაფუნქციონირება", რადგან რეალურად სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ესტონელმა დეპუტატმა, ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.
ერიკ-ნილს კროსმა ევროპის საბჭოს სხდომაზე, სადაც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და მათი შესრულების მონიტორინგის კომიტეტის მიერ „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ" მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, განაცხადა, რომ 2024 წლის ივნისის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე ხუთი რეზოლუცია მიიღო, ხოლო დღევანდელი უკვე მეექვსეა.
„ვიდრე ანგარიშზე ვისაუბრებ, არის საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა ითქვას, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოზე საუბრობს: ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა ნებისმიერი დიალოგის, თანამშრომლობისა და ნებისმიერი ევროპული ჩართულობისთვის საქართველოში. დღეს კი, ჩვენ განვიხილავთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და, გულწრფელად რომ ვთქვა, ანგარიშს უნდა ერქვას „დემოკრატიული ინსტიტუტების არაფუნქციონირება", რადგან რეალურად სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.
2024 წლის ივნისის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე ხუთი რეზოლუცია მიიღო, ხოლო დღევანდელი უკვე მეექვსეა. საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა ასამბლეის მოთხოვნების შესასრულებლად. უფრო მეტიც, როგორც უკვე მოვისმინეთ, ვითარება საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. რას ვითხოვდით ჩვენ არაერთხელ? უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას; უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას; ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას; პოლიციის მხრიდან ძალადობისა და წამების შეწყვეტას;
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას; საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ შურისძიებით მოტივირებული სამართლებრივი დევნის დასრულებას; ახალი, ნამდვილი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის პირობების აღდგენას; საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც მიუკერძოებლობასა და პლურალიზმს აზიანებს; სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას; საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაშინების შეწყვეტას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე უარის თქმას;
და ბოლოს, ევროპის საბჭოსთან, PACE-ის მონიტორინგის მექანიზმთან და ვენეციის კომისიასთან სრული თანამშრომლობის აღდგენას. არცერთი ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი დღეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება - ის ევროპის საბჭოსაც ეხება", - აღნიშნა ესტონელმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საქართველო უარს ამბობს ასამბლეაში დელეგაციის გაგზავნის ვალდებულების შესრულებაზე.
„მოითხოვს, ჩვენ გავაუქმოთ ის პირობები, რომლებიც მისი მანდატების რატიფიცირებისთვის დავაწესეთ. არსებითად, ის ცდილობს ამ ასამბლეის შანტაჟს და ჯერჯერობით ჩვენ ამას რეალურად, ვუშვებთ. ამიტომ, როდესაც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები? 2025 წლის ოქტომბერში ამ ასამბლეამ მოუწოდა ევროსაბჭოს ორგანოებს, გამოეყენებინათ ყველა არსებული მექანიზმი, მათ შორის კონვენციის 52-ე მუხლი. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეუძლია და უნდა მოსთხოვოს საქართველოს წერილობითი განმარტება, რამდენად შეესაბამება მისი კანონები კონვენციას. 17 ივნისს ევროპარლამენტმა სრულად დაუჭირა მხარი ამ მოწოდებას და კვლავ მოუწოდა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ეს ნაბიჯი გადადგან. ირონია ის არის, რომ ჩვენ თვითონაც არ შეგვისრულებია ეს მოწოდება. ორშაბათს გენერალურ მდივანს ვკითხე, რატომ არ გაკეთდა ეს. რეალური პასუხი ვერ მივიღე. დღეს ამ რეზოლუციაში კვლავ ვიმეორებთ ამ მოთხოვნას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც მოგვისმენენ, რადგან ჩვენი ორგანიზაცია თუ არ უსმენს ამ ასამბლეას, რატომ უნდა უსმენდეს მას ვინმე სხვა, მათ შორის საქართველოც?", - აღნიშნა ესტონელმა დეპუტატმა.
მსგავსი სიახლეები
ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს
შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ლაურა კასტელი – საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც უნდა იმუშაონ
ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კროსი – საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები?
ედიტე ესტრელა – დღეს მესამე ანგარიშია საქართველოზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ეს აჩვენებს იმ მნიშვნელობასა და გადაუდებლობას, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება
ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები
ირაკლი ზარქუა – ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ "კარენოი" "ნაცების" და ახალი "ნაცების" დაპირისპირება, ბელადმა ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი "ბოკუ" ჩააჩოჩა
ირაკლი ზარქუა – ევროსაბჭოს რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის, ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს
გიორგი შარაშიძე – გაფართოების პროცესის მონაწილე როცა არ ხარ, ეს პრობლემაა, ევროკავშირი საქართველოსგან ერთადერთ რამეს ითხოვს, დაიცვას ვალდებულებები
ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ
გიორგი გვარაკიძე – გადადგომას არ ვაპირებ, საიდან მოიტანეთ, რომ ვაპირებ სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას?
,,ასამბლეაში საქართველოს არყოფნა არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის''- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
ალან ბერსე – საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის
,,2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა ''- სახალხო დაცველი
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო