თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში უწყობს ხელს. ამ ხედვის ნაწილია საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბიც - ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიებით, მათემატიკითა და პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენას, შერჩევას და საერთაშორისო ასპარეზობებისთვის მათ მომზადებას.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ს და თიბისის ერთობლივი პროექტია, აერთიანებს მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, აძლევს მათ ცოდნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოცდილებას. თუ აქამდე საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეთა შედარებით მცირე ნაწილს ჰქონდა, ჰაბი ამ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემას მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
გაიცანით ცოტნე ტაბიძე, რომლის ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თვითრწმენამ, ინტერესმა, შრომამ და გარემოს მხარდაჭერამ საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანოს ახალგაზრდა ადამიანი.
ცოტნეს ისტორია ბავშვობაში მათემატიკისადმი ინტერესით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ანდრია რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლისას პროგრამირებით გატაცებაში გადაიზარდა. ეროვნულ ოლიმპიადებზე არაერთი წარმატების შემდეგ, მეცხრე კლასში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და საერთო ჯამში, ინფორმატიკის და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთხი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ინფორმატიკაში). განსაკუთრებული მნიშვნელობა 2010 წელს მოპოვებულ ოქროს მედალს ჰქონდა, რადგან ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ოქრო იყო.
„როცა წლების განმავლობაში რთულ ამოცანებზე მუშაობ, მარცხდები, თავიდან ცდილობ, ნელ-ნელა უმჯობესდები და ბოლოს შედეგს აღწევ, გიყალიბდება თვითრწმენა, რომ საკმარისი მონდომებით და დისციპლინით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია“ - ცოტნე ტაბიძე.
საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებებმა ცოტნეს გზა გაუხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლა MIT-ში განაგრძო. დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ტექ კომპანიაში მუშაობს. ცოტნეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, შრომასა და შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაც სწორედ ესაა - მისცეს მსგავსი შესაძლებლობები საქართველოს უფრო მეტ მოსწავლეს ქვეყნის ყველა რეგიონში. ცოტნე თავის გზავნილშიც მომავალ ოლიმპიელებს ეუბნება: „არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ, თითქოს ეს მხოლოდ ვიღაც ‘განსაკუთრებულად ჭკვიანი’ ბავშვებისთვისაა“.
დიდი წარმატებები ხშირად ინტერესით, აღმოჩენილი შესაძლებლობითა და საკუთარ თავში რწმენით იწყება. რადგან დასაწყისში შესაძლოა რთულად ჩანდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დაჯერებაა - რომ მონდომებით, ცოდნითა, შეუპოვრობით და გამბედაობით შეუძლებელიც შესაძლებელია.
(R)
მსგავსი სიახლეები
"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით დამატებით პერსპექტივებს აჩენს" - მარიამ ქვრივიშვილი
პრემიერი - ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ZEG Storytelling Festival
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივნისს
ირაკლი ნადარეიშვილი: "მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას"
Google Street View უკვე საქართველოშია
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს
ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ვახტანგ ცინცაძე: „მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე"