შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც იბეჭდება
ევროსაბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტებთან შეუთავსებელია საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რადგან, პირველ რიგში, ის ქვეყნების სუვერენიტეტს არღვევს. სადაც ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარება არ ხდება, ის აღარ არის ევროსაბჭოს ინსტიტუცია, რომელიც ევროსაბჭოს ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ჩვენთვის საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე იმ ქაღალდს, რომელზეც ის იბეჭდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სუვერენიტეტის გაუქმებას არ აპირებს.
„ზუსტად იმას გვთხოვენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი გავაუქმოთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია იყო, რომლის ხელმძღვანელიც ცდილობდა ზეწოლას ეუთო-ს მისიაზე, რომ ანგარიში შეეცვალათ. ანგარიში, რომელიც ეუთო-ს გამზადებული ჰქონდა, როცა ერთობლივი ბრიფინგი უნდა გამართულიყო, ამ ბრიფინგამდე მცდელობა იყო, პირადი, ინდივიდვალური ზეწოლით ეიძულებინათ ეუთო, საკუთარი ანგარიში შეეცვალა. მისი ხელმძღვანელი იყო Pace-ს დელეგაციის ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ, რამდენად შეიძლება, ვენდოთ. Pace-ს ანგარიშიც გვახსოვს, რომელიც იყო ცრუ ანგარიში, რომელიც ბატონმა ბულაიმ შეადგინა. წარმოიდგინეთ, რამდენად ცრუ შეიძლება იყოს, ეს ადამიანი. გუშინდელ რეზოლუციაში ის იყო ცვლილების ავტორი, რომლითაც ითხოვდნენ, რეზოლუციაში ჩაწერილიყო, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. როცა ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოიყენოს, რათა სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, საქართველოს უკანასკნელი დიქტატორო და წამების ინსტიტუტის შემქმნელი. ეს აღიარებულია ევროსაბჭოს ინსტიტუციის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ და არა, პოლიტიკური დოკუმენტებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი ადამიანისგან რა ობიექტურ დასკვნებს და შეფასებებს შეიძლება, ელოდოს სახელმწიფომ.
„Pace და ევროპარლამენტი ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ერთი და იმავე სახეები არიან, რომლებიც ერთმანეთისგან ტექსტებს იწერენ. საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ. 1999 წელს, ევროსაბჭოში იმ იმედით შევედით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი გაძლიერებული ყოფილიყო და დღეს, Pace საქართველოს სუვერენიტეტზე ერთ-ერთი თავმდასხმელია. Pace საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენი სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ის, ვინც ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ასეთ ინსტიტუციასთან არანაირი ურთიერთობის რესურსი არ გვაქვს. Pace-ში ჩვენი დელეგაცია რომ არ მონაწილეობს რამენაირად იგრძენით? ქვეყანას რაიმე მოაკლდა? რა დააკლდა?
რა დაგაკლდათ იმით, რომ ქართველი ხალხის მოძულე ადამიანებთან საქართველოს პარლამენტს ურთიერთობა არ აქვს? ქართველმა ხალხმა მანდატი ორი მნიშვნელოვანი საკითხისთვის მოგვცა. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაძლიერება. რომელი ინსტიტუციაც ამ ორ ამოცანას ხელს შეუწყობს, მას ვეთანამშრომლებით. Pace ამას ხელს არ უწყობს. Pace და ევროპარლამენტი თავს უთანაბრებენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მეტიც, თუ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე არ აღიარებს, Pace და ევროპარლამენტი სუვერენიტეტს არ აღიარებენ საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. საკუთარი თავი საოკუპაციო პოლიტიკას გაუთანაბრეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს", რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც იბეჭდება
შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია
თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოსგან მხოლოდ დასაბუთებულ პრეტენზიებს მივიღებთ, მათთვის მთავარია, ტყუილებზე ყალბი რეზოლუციების დაშენება, ასეთ ადამიანებთან საუბარი რთულია
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს
შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ლაურა კასტელი – საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც უნდა იმუშაონ
ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კროსი – საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები?
ედიტე ესტრელა – დღეს მესამე ანგარიშია საქართველოზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ეს აჩვენებს იმ მნიშვნელობასა და გადაუდებლობას, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება
ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები
ირაკლი ზარქუა – ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ "კარენოი" "ნაცების" და ახალი "ნაცების" დაპირისპირება, ბელადმა ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი "ბოკუ" ჩააჩოჩა
ირაკლი ზარქუა – ევროსაბჭოს რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის, ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს
გიორგი შარაშიძე – გაფართოების პროცესის მონაწილე როცა არ ხარ, ეს პრობლემაა, ევროკავშირი საქართველოსგან ერთადერთ რამეს ითხოვს, დაიცვას ვალდებულებები